,,ოჯახურის“ სანელებლებს ქართულ ბაზარზე მალე ბოსტნეული, ჯემები და კომპოტები დაემატება

,,ოჯახურის“ სანელებლებს ქართულ ბაზარზე მალე ბოსტნეული, ჯემები და კომპოტები დაემატება

access_time2022-04-05 15:00:51

კომპანია ,,ოჯახური“ ადგილობრივ ბაზარზე ასორტიმენტს გაზრდის. გარდა სანელებლებისა, ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიის მიერ წარმოებული ბოსტნეული, ჯემები და კომპოტები, რომელიც ექსპორტზე უკვე გადის და პოპულარობითაც სარგებლობს. ამ ეტაპზე ქართული სანელებლების ცნობილ ბრენდს პროდუქციის ექსპორტი საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული აქვს. სრული დატვირთვით ჯერჯერობით ვერც რუსეთის ბაზარი მუშაობს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


კომპანიას ალტერნატიულ ბაზრებზე უწევს გადაწყობა, რომელიც უკვე ნაპოვნია. როგორც კომპანია ,,ოჯახურის“ დირექტორი დარეჯან შეყლაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, უკრაინისა და რუსეთის გარდა, პროდუქცია ექსპორტზე კიდევ 6 ქვეყანაში გადის. თუმცა მთლიან ექსპორტში ამ 6 ქვეყნის წილი ჯერჯერობით 25%-ის ფარგლებშია.


,,უკრაინაზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის 31% მოდიოდა, ომის გამო გადაზიდვები სრულიად შეჩერებულია. ომის დაწყებამდე უკრაინაში ,,ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების $16 ათასის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა, რუსეთის ინტერვენციის გამო უკრაინაში, როგორც პროდუქციის გაგზავნა, ასევე თანხის გადარიცხვები შეჩერებულია. რუსეთსა და უკრაინაში მთლიანი ექსპორტის მოცულობის 75% გადის. ომმა სავაჭრო ურთიერთობები სერიოზულად დააზარალა. თუმცა დიდი ხანია, რაც მოძიებული გვაქვს ბაზრები და ვახორციელებთ ექსპორტს  საბერძნეთში, ლატვიაში, ჩეხეთში, აზერბაიჯანში, კანადასა და გერმანიაში. სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ამბობს დარეჯან შეყლაშვილი.


„ოჯახური“ აწარმოებს 95-მდე დასახელების პროდუქტს. სუნელ-სანელებლების გარდა  საწარმოში მზადდება მწნილები, სოუსები, ვაკუმირებული საკვებად გამზადებული ბოსტნეული, ჯემები და კომპოტები. ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მხოლოდ ექსპორტზე გადის, თუმცა სამომავლოდ ქართულ ბაზარზე დამატებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავენ. 



,,ჩვენი მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ხარისხი და გავზარდოთ ასორტიმენტი.  ვგეგმავთ ასევე ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქციის შემოტანას. ერთ-ერთი ასეთი ახალი ბოსტნეულია მოხარშული ჭარხალი ვაკუუმში. ბოსტნეულის ამ სახით მიწოდება მომხმარებლისთვის აპრობირებულია ევროპაში და გვინდა ეს სტანდარტი საქართველოშიც დავნერგოთ. მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ და ერთად გავაგემრიელოთ  კერძები ,,ოჯახურით“, - ამბობს დარეჯან შეყლაშვილი ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება ნედლეულს, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საქართველოში მოყვანილი მცენარეების გადამუშავების შედეგად იწარმოება.


,,ნედლეულს ვიბარებთ მოსახლეობისგან, თითოეულ რეგიონში გვყავს რამდენიმე მომწოდებელი. ხოლო ისეთი ნაწარმი, რომელიც ჩვენს მიწაზე არ მოდის მაგალითად, კურკუმა, დარიჩინი, კარი და სხვა, მათ იმპორტს აზიური ქვეყნებიდან ვახდენთ. მიმდინარე მოვლენების გამო წარმოების ხარჯი საკმაოდ გაძვირებულია, თუმცა ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს არსებული ფასების შენარჩუნებას, ამ მომენტამდე ფასთა ცვლილება ჩვენს პროდუქციაზე არ მომხდარა“, - ამბობს დარეჯან შეყლაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ,,ოჯახური“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“-ს მიერ დაწყებულ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ შეუერთდა და უკრაინელებისთვის ქართული ნატურალური პროდუქტები: სუნელები, ჯემები, კომპოტები და სოუსები გააგზავნა. 


ცნობისთვის,   ,,ოჯახური“  2010 წელს დაარსდა. საწარმოს საწყისი ინვესტიცია 1 000 ლარი იყო.  2021 წელს 28 657 118 ცალი პროდუქტი გაიყიდა, ხოლო სავაჭრო  ბრუნვამ  332 9671 ლარი შეადგინა. 


ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე თანამშრომელი.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up