ოდნავი კავშირი, რაც გვაქვს რუსეთთან მთლიანად უნდა ჩავხსნათ - შოთა ბურჯანაძე

ოდნავი კავშირი, რაც გვაქვს რუსეთთან მთლიანად უნდა ჩავხსნათ - შოთა ბურჯანაძე

access_time2023-03-18 10:00:25

ITB Berlin-დან დაბრუნებული რესტორატორი შოთა ბურჯანაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ გამოფენას 2500-მდე მაღალი რანგის სტუმარი ჰყავდა და ბევრმა მათგანმა სწორედ ახლა აღმოაჩინა საქართველო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ აღქმაში ისევ და ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნად ვრჩებით.

 

„ახლა იცნობენ საქართველოს, ბევრმა წელს აღმოაჩინა. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მათთვის ისევ და ისევ ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნად. მათ აღქმაში, გარკვეულწილად, ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ და შესაბამისად არასაინტერესოა მათთვის ჩვენი ქვეყანა. როცა იგებენ, რომ ჩვენ სხვა კულტურა გვაქვს და არანაირი კავშირი არ გვაქვს რუსეთთან გარდა იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და დამპყრობელი, შემდეგ მათთვის უკვე საინტერესო ვხდებით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

შოთა ბურჯანაძემ ITB Berlin-ის პარალელურად ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციებიც გაიხსენა და თქვა, რომ ახალგაზრდების აქტიურობამ ერთი ათასად გაზარდა საქართველოსადმი ინტერესი და „თავისუფლების სურნელი“, რაც მათ დაატრიალეს, ბერლინშიც იგრძნობოდა.

 

„ITB Berlin-ის შემდეგ ყველაფერი გადაფარა იმ კადრებმა, რაც თბილისში ვითარდებოდა. ბერლინში ყველა „ნიუსი“საქართველოში მიმდინარე მოვლენებით იწყებოდა და ყველგან ხაზგასმული იყო, რომ აქციებზე გამოსული ახალგაზრდები, ითხოვდნენ და იბრძოდნენ ევროპისთვის.


 

„ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ის კლიშე რაც დაგვდევს, ოდნავი კავშირი, რაც გვაქვს რუსეთთან მთლიანად ჩავხსნათ. ეს აუცილებელია. მომავალი თაობის წარმოუდგენელმა ნაბიჯმა, საქართველო ერთი ათასად გაზარდა და შესაძლებელი გახდა, რომ ნამდვილი თავისუფლების სურნელი გვეგრძნო და ეს ბერლინშიც იგრძნობოდა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

მისი თქმით, ბერლინში ქართული კულტურა, ხელოვნება, ისტორია, გასტრონომია სრულყოფილად წარმოჩინდა და როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ტურისტების მოზიდვის კუთხით ნაბიჯი გადავდგით.

 

„ITB Berlin-ის მეორე განყოფილება იყო გასტრონომიული შესაძლებლობების წარმოჩენა. სადაც წარმოდგენილი იყო ყველა ის ქართული კერძი, რომელიც ჩვენს გასტრო-კულტურას წარმოადგენს: ხაჭაპური, ხინკალი, ლიბიანი, ლობიანი, ფხალეული, გოჭის ხორციც, მწვადი, ბევრი-ბევრი ნუგბარი. საზღვარგარეთ ამდენი მასალის წაღება რთული იყო, მაგრამ შესაძლებელი. ტურიზმის დეპარტამენტმა დიდი მონდომება და ძალა ჩააქსოვა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოჩენილიყო ბერლინში. როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ტურისტების მოზიდვის კუთხით ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა შოთა  ბურჯანაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up