OECD მდიდარ ქვეყნებში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს

OECD მდიდარ ქვეყნებში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს

access_time2022-06-09 18:30:00

ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია წელს, საშუალოდ, 9%-მდე დაჩქარდება, რაც დეკემბერში მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ახალ პროგნოზში წერია, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.


პრობლემა ყველაზე მწვავედ OECD-ის წევრი ევროპის ქვეყნებისთვის დგას. ორგანიზაციის ეკონომისტების შეფასებით, წელს ნიდერლანდებში ინფლაცია 9,2%-ს მიაღწევს, დიდ ბრიტანეთში კი ფასების 8,8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც დეკემბერში პროგნოზირებულ 4,4%-იანი ზრდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. აშშ-ზე OECD-ის პროგნოზი გაცილებით მოკრძალებულია. ორგანიზაციის მონაცემებით, ინფლაცია იქ 5,9% იქნება, დეკემბერის პროგნოზით კი ოდნავ ნაკლები, 4,4% უნდა ყოფილიყო.


ამასთან, OECD-ის ეკონომისტებმა 2022 წელს გლობალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირეს, რაც დეკემბრის პროგნოზზე 1,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წელს გლობალური ეკონომიკა, ადრე მოსალოდნელ 3,2%-ის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ 2,8%-ით გაიზრდება. OECD-ის მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე პესიმისტურია, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც გლობალური ეკონომიკის 3,6%-იან ზრდას მოელის.



OECD-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა წელს 2,5%-ით, მომავალ წელს კი 1,2%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა წინა პროგნოზით წელს 3,7%-ით, 2023 წელს კი 2,4%-ით უნდა გაზრდილიყო. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი, ლოურენს ბუნი ვარაუდობს, რომ თუ ენერგორესურსების ფასები მოიმატებს ან ცენტრალური ბანკები ინფლაციის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთებს გაზრდიან, ზოგიერთ დასავლურ ეკონომიკას შესაძლოა, რეცესია დაემუქროს. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებაზე, ასევე, უკრაინაში არსებული ვითარება და ჩინეთის კოვიდშეზღუდვები მოქმედებს.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობებისთვის პრიორიტეტი სურსათის დეფიციტის მოგვარება უნდა იყოს, რაც საფრთხეს უქმნის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას.


bpn.ge



თეგები:
OECD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up