ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მხედველობის ფემტო და ექსიმერ ლაზერულ კორექციას ატარებს

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მხედველობის ფემტო და ექსიმერ ლაზერულ კორექციას ატარებს

access_time2020-12-07 14:52:27

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მხედველობის ფემტო და ექსიმერ ლაზერული კორექცია ტარდება.



მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზებზე, ოპერაციის პროცედურაზე და სხვა დეტალებზე "კომერსანტთან", ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგმა შოთა თადუმაძემ ისაუბრა.



შოთა თადუმაძე განმარტავს, რომ მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი ე.წ რეფრაქციული მანკებია, რაც თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობის შეცვლითაა გამოწვეული. მისივე განმარტებით ყველას, ვისაც სურს დაინახოს ისევე მკაფიოდ, როგორც ამას სათვალისა და ლინზის დახმარებით ახერხებს, შეუძლია მიმართოს მხედველობის სიმახვილის კორექციის ლაზერულ მეთოდს, ე.წ ფემტო-ლეიზიკს. 



"საუბარია ახლომხედველობაზე, შორსმხედველობასა და ასტიგმატიზმზე, რა დროსაც მკაფიო მხედველობისთვის ადამიანებს მუდმივად ესაჭიროებათ სათვალისა თუ კონტაქტური ლინზის გამოყენება. მაღალტექნოლოგიური ლაზერული აპარატურის საშუალებით იცვლება თვალის გარდამტეხუნარიანობა და მიიღწევა მაქსიმალური მხედველობის სიმახვილე. ამ მეთოდის წყალობით შესაძლებელია ადამიანი სამუდამოდ გათავისუფლდეს სათვალისა და ლინზებისგან." - აღნიშნავს შოთა თადუმაძე 



შოთა თადუმაძის განმარტებით აღნიშნული მანიპულაციის უსაფრთხოება, განპირობებულია თანამედროვე აპარატურული ტექნოლოგიის სრულყოფით. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პროცედურა კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერით ტარდება (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-80), რომელიც წარმოადგენს ზუსტ და უსაფრთხო ტექნოლოგიას რეფრაქციულ ქირურგიაში. თადუმაძე აღნიშნავს, რომ პაციენტის გამოკვლევის შემდეგ, მოხდება მისი მონაცემების ანალიზი და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა შემუშავდება.



"ამის შემდომ ლაზერული აპარატურის დახმარებით, მილიმეტრის მეათასედის სიზუსტით შეიცვლება თვალის გამჭვირვალე გარსის რქოვანის ფორმა ისე, რომ თვალის კაკლის მთლიანობა არ ირღვევა. შედეგად მიიღწევა ეფექტი, რომელიც, როგორც წესი, შენარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 



გამომდინარე იქიდან, რომ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მანიპულაცია მხოლოდ ლაზერით ე.წ უდანო მეთოდით სრულდება, მისი გართულების ალბათობა მინიმალურია და წარმატების მაჩვენებელი 99.9 %-ს აღწევს."- აღნიშნავს შოთა თადუმაძე.




შოთა თადუმაძემ "კომერსანტთან" ოპერაციის დროს პაციენტის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ოპერაცია რამდენიმე წამი გრძელდება და მისი მსვლელობისას პაციენტი, თვალზე მსუბუქ შეხებას გრძნობს. 



რაც შეეხება თვითონ პროცედურას, ოპერაცია სრულიად უმტკივნეულოა და გაუტკივარებისთვის თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტი გამოიყენება.



შოთა თადუმაძის განმარტებით ოპერაციის ჩატარებიდან მეორე დღეს პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კორექციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა ადვილად დაეღალოს თვალი კითხვისას და ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვისას, თუმცა ყოველდღიურად ეს დისკომფორტი შემცირდება და საბოლოოდ მთლიანად გაქრება.



ფემტო ექსიმერლაზერული კორექციის შემდეგ ზოგადად ფიზიკური და მხედველობითი დატვირთვა შეზღუდული არ არის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტებს ენიშნებათ მედიკამენტები თვალის წვეთების სახით, ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად. 



ოფთალმოლოგის განმარტებით სასურველია, რომ ოპერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში თვალში წყალი არ მოხვდეს.



თადუმაძე განმატავს, რომ კორექცია არ იგეგმება იქამდე, სანამ თვალის გარდატეხის ძალა სტაბილური არ იქნება და რეფერაქციული ბანკი პროგრესირებას არ შეწყვეტს. ოპერაციაზე შეზღუდვა 18-21 წლამდე ვრცელდება.



"რაც შეეხება ზედა ასაკობრივ ზღვარს, იგი პრაქტიკულად არ არსებობს; თუმცა თვალის გარკვეული ასაკთან ასოცირებული ცვლილებები, ამ ოპერაციის უკუჩვენებას წარმოადგენს." - აღნიშნავს შოთა თადუმაძე



მისივე განმარტებით არსებობს თვალის გარკვეული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ოპერაციას უკუჩვენებები ექნება.



"ასევე უკუნაჩვენებია კორექციის დანიშვნა ისეთ დროს თუ რქოვანას არ აქვს საკმარისი სისქე. კონკრეტულად თვალის დაავადებების გარდა, ოპერციის უკუჩვენებას გარკვეული სისტემური დაავადებებიც წარმოადგენენ. ასევე არ შეიძლება მხედველობს ლაზერული კორექციის დაგეგმვა ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში (ბუნებრივი კვების დროს)." - აღნიშნავს შოთა თადუმაძე



შოთა თადუმაძემ ოპერაციის შემდგომ მხედველობასა და სათვალით მხედველობას შორის განსხვავებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პირველ რიგში გაუმჯობესებულია მხედველობის ხარისხი და იმატებს კონტრასტული მხედველობა და ფერების აღქმის უნარი. ასევე იზრდება მხედველობის ველიც. 



"როდესაც ადამიანს სათვალე უკეთია, მისი მხედველობის ველი შეზღუდულია - ის კარგად ხედავს მხოლოდ სათვალის ჩარჩოს შიგნით, ჩარჩოს მიღმა კი ყველაფერი ბუნდოვანია. ოპერაციის შემდგომ ყველაფერი მკაფიოა, რაც მხედველობის ველში ექცევა. 



ასევე, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – სათვალის მინა ცვლის გამოსახულების ზომას. მაგალითად, შემკრები (+) ლინზა ადიდებს გამოსახულებას, გამშლელი (-) კი-პირიქით, აპატარავებს. ოპერაციის შემდგომ პაციენტი ყველაფერს ბუნებრივი ზომით აღიქვამს. " - აღნიშნავს შოთა თადუმაძე.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up