ოკტოპუსი: სესხის პროცენტის დასუბსიდირებას, ჯობდა საგადასახადო შეღავათები გვქონოდა

ოკტოპუსი: სესხის პროცენტის დასუბსიდირებას, ჯობდა საგადასახადო შეღავათები გვქონოდა

access_time2021-06-06 16:00:09

სპორტული დარბაზების ნაწილი პანდემიის გამო მთავრობის ამოქმედებულ შეღავათებს უშედეგოს უწოდებს და აცხადებს, რომ სექტორისთვის ბევრად მიმზიდველი სხვადასხვა სახით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

 

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი განმარტავს, რომ საბანკო სესხის პროცენტის ნაწილში დახმარებას, სჯობდა მთავრობას საგადასახადო მიმართულებით შეღავათებზე ეფიქრა.

 

განსაკუთრებით ეფექტური, საშემოსავლო, დღგ-ს და ქონების გადასახადისგან რამდენიმეთვიანი გათავისუფლება იქნებოდა.

 

„ახლა ეკონომიკის სამინისტრომ მეორე ეტაპი გამოაცხადა, თუმცა, ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ ვისარგებლეთ, რადგან ლიზინგი გამონაკლისებში იყო. შესაბამისად, ჩვენი ტიპის დაწესებულებებს, სპორტული ინვენტარი ლიზინგით აქვს შეძენილი. ახლა, მეორე ეტაპზე ეს გამონაკლისებში აღარ არის და იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა ჩვენზე ამჯერად მაინც გავრცელდება. საუბარია, სესხის პროცენტის 80%-ის 6 თვის განმავლობაში დასუბსიდირებაზე.

 


სულ არაფერს ჯობს, თუმცა, იმის ფონზე, რომ თითქმის ყველა საოპერაციო ხარჯი გაზრდილია, დაწყებული კომუნალურიდან, დასრულებული კოვიდ რეგულაციების გამო დამატებითი შრომითი რესურსის გამოყოფა და ასე შემდეგ, ამას ემატება შემცირებული შემოსავლები, დაგროვილი დავალიანება, ამ ფონზე მთავრობის ეს დახმარება დიდი შეღავათი არ არის. მნიშნელოვანი დახმარება იქნებოდა ის, რომ ამოქმედებულიყო საგადასახადო შეღავათები, ამ ნაწილში დახმარება არ გვქონია, განსხვავებით ტურიზმის სექტორისგან, სადაც მოხდა კომპანიებისთვის 5 თვის საშემოსავლო გადასახადების ჩამოწერა,“ - აცხადებს ასათიანი.

 

შეგახსენებთ, რომ სპორტული ობიექტები სუბსიდიით მეორედ ისარგებლებენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  2-დან 11 ივნისის ჩათვლით მიიღებს განაცხადებს.

 

სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების გამო მიიღო. სუბსიდიით ისარგებლებენ ობიექტები, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და შეუმცირდათ შემოსავალი.

 

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი; სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი; მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.

 

ბიზნესპარტნიორი



თეგები:
ოკტოპუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up