რუსმა აგრესორებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ორი რაკეტა ჩამოაგდეს. პირველადი მონაცემებით, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.
თავდასხმის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი, 17 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მძიმე ვითარებაა კიევშიც, სადაც გუშინ საცხოვრებელი უბანი დაიბომბა. მოსახლეობის ევაკუაცია იქ ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერჯერობით 98-მდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
წყარო: "მთავარი არხი"