ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო წვრთნები საბრძოლო მომზადების შემოწმებით დაიწყო, რის შემდეგაც სამხედროები პოლიგონებზე და უცნობ ტერიტორიაზე გაიყვანეს, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.