ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ

access_time2022-08-17 16:00:57

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროში“ აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება.



მანამდე, სამინისტრომ სოხუმის აეროპორში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მასზე აღნიშნული იყო რუსეთის ფედერაციის ობიექტები, მათ შორის - ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, კერძოდ, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურისწინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.



„ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ აეროდრომის კომპლექსის ობიექტები „დაყოფილია დაგეგმილი სამუშაოს დაფინანსების წყაროს პრინციპის შესაბამის კატეგორიებად“, პროექტის რეალიზაციის მთავარ პირობად „აფხაზეთის რესუბლიკის ქონების შენარჩუნება“.



„ობიექტების აღდგენისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების წყაროს დადგენის მიზნით, კონსულტაციები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან. ამჟამად, კომპლექსის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დასადგენად, ასევე მიმდინარეობს საპროექტო ხარჯთაღრიცხვების შემუშავება. შეხვედრაზე განიხილეს აეროპორტის კომპლექსის რეკონსტრუქციის წინასწარი გეგმები, მათ შორის ბრტყელი ნაგებობების რეკონსტრუქცია, ახალი საჰაერო ტერმინალის კომპლექსის მშენებლობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა და ზოგ შემთხვევაში ახლის მშენებლობა და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.



„კერძო საინვესტიციო ობიექტად განიხილება საჰაერო ტერმინალი და საწვავის შემავსებელი კომპლექსები“, ასევე საუბარია ტექნიკური დანიშნულების ობიექტების განთავსებაზე.




რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი «Базовый элемент». ის რუსი ბიზნესმენი სოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგელობაშია.



„Базовый элемент“-ის აქტივების უმეტესობა ჯერსის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Basic Element Ltd-ს ეკუთვნის, რომლის წილის 100% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტირებულ კომპანია A-Finance-ის საკუთრებაა, რომლის ბენეფიციარიც დერიპასკაა.



ჯგუფის აქტივები მიმართულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, საავიაციო, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.



ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.



2022 წლის თებერვალში ბიზნესმენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დაწყებისჯენ მოუწოდა. მარტის დასაწყისში მან ომის საწინააღმდეგო მორიგი განცხადება გაავრცელა. მიუხედავად ამისა, ის მაინც მოხვდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაში.



2017 წელს დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, რაც 2022 წლის აპრილში ჩამოერთვა, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო.



სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს წინააღმდგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესაბ ინფორამცია დოკუმენტებიდან ამოიღო.



https://www.radiotavisupleba.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up