ოკუპირებულ ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

access_time2022-03-15 21:45:56

გადაუღებელმა თოვამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში გზები ჩაკეტა. სატრანსპორტო კომუნიკაცია შეწყვეტილია რამდენიმე სოფელთან. ეს სოფლები ახლა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამის შესახებ სააგენტო „რეს-ს ოკუპირებული რაიონის ადმინისტრაციაში განუცხადეს. გადაუღებელი ნალექის შედეგად სოფლები ლარგვისი, ქარჩოხი, ზაყორი, მონასტერი დიდთოვლობის გამო იზოლირებულია“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ამჟამად რაიონის კომუნალური სამსახური გზებს სპეციალური ტექნიკით წმენდს. „რაიონის მუნიციპალური სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. უპირველესი პრიორიტეტია სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებისკენ საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, - განმარტეს პრესსამსახურში.

ოკუპირებული ახალგორის საბინაო-კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსმა ვიტალი ბითაროვმა სააგენტოს განუცხადა, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

„ძლიერმა ქარმა და თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სოფელ კორინთასა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია, - განაცხადა მან.

უამინდობა მობილური კომუნიკაციების ხარისხზეც აისახა. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ გულიევმა განაცხადა, რომ გამოყოფილია სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოდარებისთანავე საკომუნიკაციო ანძებისკენ, რომლებიც რუსულ კომპანია „მეგაფონს ეკუთვნის, გზის გასაწმენდად გაემართება და სატელეფონო კავშირიც აღდგება.


ახალგორის ოკუპირებული რეგიონი 2019 წლიდან იზოლირებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისისკენ გზა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საგუშაგოს აღების მოთხოვნით ჩაკეტა და ამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული დაბა საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს და იქ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი დანიშნეს ხელმძღვანელად. გარდა ამისა, ახალგორის შესასვლელთან, სოფელ ახმაჯში საოკუპაციო სამხედრო ბაზაც განათავსეს. ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ იზოლირებულ დაბაში მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან დაბის მცხოვრებლებს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. ახალგორში სოციალური მდგომარეობაც მძიმდება. რუსული რუბლის გაუფასურების და დაკეტილი გზების გამო პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასები იზრდება.

 radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up