მარიუპოლის სიახლოვეს, საპორტო ქალაქ ბერდიანსკთან, რომელიც 27 თებერვლიდან ოკუპირებულია, უკრაინამ რუსული სადესანტო გემი „ორსკი“ ჩაძირა. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი სერგეი ნაუმოვიჩი ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე დიდი გემი, რომლის ჩაზირვაც უკრაინელებმა მოახერხეს. 24 მარტის მონაცემებით რუსულმა არმიამ უფრო მეტი დანაკარგი სახმელეთო და საჰაერო მიმართულებით განიცადეს, კერძოდ განადგურებულია 530 ტანკი, 1500-ზე მეტი სახვა ჯავშანტრანსპორტი, 108 თვითმფრინავი და 124 შვეულმფრენი.