ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების პრობლემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყალბ ინფორმაციად აფასებს - DRI

ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების პრობლემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყალბ ინფორმაციად აფასებს - DRI

access_time2021-12-25 13:08:55

2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს(DRI) საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა რამდენიმე სტუდენტმა მიმართა, რომელთაც გაუგებარი მიზეზებით უმაღლესი განათლების საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ეთქვათ უარი. წერილში, დაფინანსებაზე პასუხისმგებელ უწყებად, განათლების და შერიგების სამინისტროსთან ერთად, მითითებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ სახელმწიფო დახმარებას, კრიტერიუმის მიხედვით,იღებენ ის სტუდენტები, რომლებიცბ ოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ დასრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლი სსკოლებში.

ორგანიზაციის განმარტებითვე, სტუდენტებისთვის ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება დასაფინანსებელი სოფლის შერჩევისას, როცა ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე 116 სოფელს მოიცავს. აქვე გაურკვეველია როგორ შეირჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზზე მდებარე ათი სოფლიდან სამი. უცნობია, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ თავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას დასაფინანსებელი სტუდენტების სიას უგზავნიან. ამ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე სისტემით, სტუდენტების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ფინანსდება, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

DRI-ის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული, სავარაუდოდ, შეიცავს ახალგაზრდების მიმართ არათანასწორ და უსამართლო მოპყრობას. აღნიშნული საკითხის მედიაში გაშუქების შემდგომ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სტუდენტების არ დაფინანსება, ფაქტების გადამოწმების გარეშე, ყალბ ინფორმაციად შეაფასა, რაც წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის პირველი სტანდარტის დარღვევას.


"სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, სწორედ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხების გაშუქებისთვის ფინანსდება, სტუდენტების მიერ გაჟღერებული პრობლემით არც დაინტერესდა და  საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან და სტუდენტებთან გადაუმოწმებლად გააშუქა, ხოლო პრობლემა „სტუდენტები არ ფინანსდებიან“ ყალბ ნარატივად წარმოადგინა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უარყოს მის მიერ არასწორად გაშუქებული ინფორმაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს საკითხის კვლევას და მასზე სამართლებრივ რეაგირებას. აუცილებელია ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა, პრიორიტეტული მიზნობრივი ჯგუფებისა და დასახლებების სწორად შერჩევა. მთავრობის მხრიდან მისი დროულად გადაწყვეტადა ისედაც რთულ ხაზზე, სადაც უსაფრთხოების, უფლებების სისტემატური შელახვის, დაკავებების, მკვლელობების, გადაადგილების შეზღუდვის, ბორდერიზაციის, სოციალ-ეკონომიკური პრობლემების კომპლექსია, მოსახლეობას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების შესახებ და სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი მოპყრობის იმედი. პრობლემას სჭირდება სწორი გადაწყვეტა და არაბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, არაპროგნოზირებადი პროცედურები, რაც უმძიმეს დარტყმას აყენებს მომავალი თაობის განათლებას, ისედაც პანდემიით დამძიმებულ გარემოში," - აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up