რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაჯავშნილი საზაფხულო ტურები 70%-ით დაეცა 2022 წელთან შედარებით. ხოლო სასტუმროების დაჯავშნის შემცირება დაახლოებით 50%-თაა პროგნოზირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირმა (PCT) მიაწოდა.
რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტი ილია უმინსკი რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიას მხარდასაჭერად სახელმწიფო სუბსიდიებს ითხოვს.