ოკუპირებული აფხაზეთიდან მანქანების კონტრაბანდამ ყირგიზეთი წალეკა

ოკუპირებული აფხაზეთიდან მანქანების კონტრაბანდამ ყირგიზეთი წალეკა

access_time2021-06-16 20:00:38

იაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აფხაზური ნომრებით ყირგიზეთის მთავრობისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. მთავრობამ უკანონოდ შესული მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა დააპირა, თუმცა, ავტომფლობელების მიერ მთავრობის სასახლესთან მოწყობილმა საპროტესტო აქციამ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულა. ამის შესახებ გამოცემა azattyk.org წერს.

 

ამ ეტაპზე მთავრობა მოქალაქეებს უბრალოდ სთხოვს, რომ აფხაზეთში მანქანები არ იყიდონ, და აცხადებს, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის დაგროვებას იწყებს.

 

რა კონკრეტული შედეგები მოჰყვება მონაცემთა ბაზის შექმნას მთავრობის უუნარობის ფონზე - ძნელი სათქმელია, ამასობაში კი ბიშკეკში აფხაზეთის ნომრებით უკვე ათასობით მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობს.

 

ხელისუფლება აცხადებს, რომ განბაჟების გარეშე შემოსული ავტომობილების გადაადგილება უკანონოა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ დროებითი რეგისტრაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდათ. განუბაჟებელმა მანქანამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლიდან 1 წლის შემდეგ ყირგიზეთის ტერიტორია უნდა დატოვოს.

 

თანაც, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა ჯერ კიდევ 2015 წელს აიკრძალა. მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი და არ მეორე ყირგიზებს დიდად არ ადარდებთ - ინტერნეტში აფხაზეთიდან ჩამოყვანილი ასობით მანქანა ჩვეულ რეჟიმში იყიდება.

 

მარტში ამ ტიპის მანქანების მფლობელებმა მთავრობას ლეგალიზების ფორმის მოფიქრების მოთხოვნით მიმართეს და რამდენიმე მიტინგი ჩაატარეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ პრობლემის გაჩენა სწორედ მთავრობის ბრალია. მათი თქმით, ხელისუფლებამ იმპორტის უკანონო სქემის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა და მყიდველები ამის თაობაზე არ გააფრთხილა.


 

„ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით, იმიტომ, რომ მანქანების შემოყვანის დროს საბაჟოზე არ გაგვაფრთხილეს, რომ დროებითი რეგისტრაცია 1 წლის შემდეგ იწურება“, - ამბობენ ისინი.

 

მთავრობა კი პასუხობს, რომ არანაირი განსაკუთრებული სქემის მოფიქრება საჭირო არაა, და ავტომობილების ლეგალიზების ერთად-ერთი, და საკმაოდ მარტივი საშუალება არსებობს - განბაჟება.

 

ამ დროისთვის ყირგიზეთში აფხაზეთიდან 7000-ზე მეტი ავტომობილი შევიდა.  საბაჟომ და ეკონომიკის სამინისტრომ უკანონო ავტომობილების გამოვლენის მიზნით რამდენიმე რეიდის ჩატარება სცადა, თუმცა, საპროტესტო აქციების შემდეგ გადაიფიქრა - მთავრობას საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ სოციალური მდგომარეობის დაძაბვა არ სურს.

 

ხელისუფლება მკაცრი ზომების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა, ეს ავტომფლობელებს დამშვიდების საშუალებას მაინც არ აძლევს - ხვალ-ზეგ რეიდების შესაძლოა განახლდეს, და ამიტომაც ისინი მანქანების დაკანონებას ითხოვენ, ოღონდ განბაჟების გარეშე.

 

სამოქალაქო კავშირის „რეფორმებისთვის“ წევრი ურმატ კაზაკბაევი მიიჩნევს, რომ მთავრობამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, და კანონის მხარეზე დადგეს.

 

„ამ ვითარებაში ავტომფლობელების ნებაზე სიარული არაფრით არ შეიძლება. კანონი უნდა კანონობდეს - მანქანებს დროებითი რეგისტრაციის ვადა გაუვიდათ - ან გაიარეთ განბაჟება, ამ ყირგიზეთის ტერიტორია დატოვეთ. წინაამღდეგ შემთხვევაში იაფი მანქანების ჩამოყვანას, და უფასოდ გაფორმებას ყველა მოინდომებს“, - მიიჩნევს ის.

 

ყირგიზეთში 2015 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი აკრძალულია, თუმცა, მათზე ქვეყნის ავტოპარკის 20% მოდის.

 

ბევრმა ყირგიზმა აფხაზური მარშრუტი ახალი ავტომობილის ყიდვის კარგ საშუალებად ჩათვალა, დღეს კი ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up