ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული რუსული ბაზიდან სამხედროები, მათ შორის ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები, უკრაინაშიმიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს, - ინფორმაციას ე.წ. „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის, პრესსამსახური ადასტურებს.
მათივე განმარტებით, სამხედროებს, გამგზავრების წინ, ანატოლი ბიბილოვი შეხვდა.
ბიბილოვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ჩანს სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების კოლონა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროშებით“.
„ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები,“- აცხადებენ ბიბილოვის პრესსამსახურში.