გერმანელებმა 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი კანცლერი – ოლაფ შოლცი აირჩია, რომელიც ამ პოსტზე სოციალ–დემოკრატების კანდიდატი იყო. შოლცმა ამ თანამდებობაზე მსოფლიოს ერთ–ერთი გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი ანგელა მერკელი უნდა ჩაანაცვლოს.
63 წლის ოლაფ შოლცმა საარჩევნო ბრძოლა მმართველი პარტიის წარმომადგენელ არმინ ლაშეტს და მწვანეების ლიდერ ანალინა ბერბოკს მოუგო.
ოლაფ შოლცის გამარჯვება სიურპრიზი იყო გერმანელებისთვის. ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში არმინ ლაშეტი დამაჯერებლად ლიდერობდა.
ლაშეტის გამარჯვებით, გერმანიის მთავრობაში არჩევნებში მესამე ადგილის მომპოვებელი მწვანეები და ლიბერალები მოხვდებიან. თუმცა, გერმანული გამოცემის DW მიერ გამოკითხული ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ მოსკოვთან მიმართებაში ბერლინის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
გერმანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორს ხელში მწვანეები ჩაიგდებენ, ხოლო ლიბერალები უფრო მეტად ფინანსთა სამინისტროს უმიზნებენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გერმანიაში გარდაუვალია კოალიციური მთავრობის მოსვლა. ენერგეტიკულ პროექტებს რაც შეეხება, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ახალი სოციალ–დემოკრატი ლიდერი მზად იქნება უფრო მკაცრი პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებაში.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ალაფ შოლცი გერჰარდ შროდერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და არ ფიქრობენ, რომ მასსა და პუტინს შორის კაცური მეგობრობა გაიბმება. თუმცა, საკითხავია, შეძლებენ თუ არა ლიდერები თანასწორი პოზიციიდან ურთიერთობას, როგორც ამას ანგელა მერკელი ახერხებდა.