გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ უ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.
ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღო.