ოლაფ შოლცი - სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

ოლაფ შოლცი - სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

access_time2022-09-14 22:50:00

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ.


„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ.



მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.


მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით, ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც ურთიერთგაცვლას და იმპორტს შესაძლებელს გახდის. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ. ეს არის რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან , ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადში და სხვა ჩრდილოეთ გერმანულ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.


გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან მის საუბარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესაუბრონ ერთმანეთს. შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი.


„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო და მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც“,- აღნიშნა ოლაფ შოლცმა.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები:
ოლაფ შოლცი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up