ოლეგ ტინკოვი: ბრენდები Tinkoff და La Datcha რუსეთიდან მიმაქვს

ოლეგ ტინკოვი: ბრენდები Tinkoff და La Datcha რუსეთიდან მიმაქვს

access_time2022-05-03 16:00:55

2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა „ტინკოფის“ წილი „კაპიკებად გაყიდა“ – ბიზნესმენის შეფასებით, სამართლიანი ფასის მხოლოდ 3%–ად. ამის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა გახდა უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. ამ თემაზე ბიზნესმენმა The New York Times–თან ინტერვიუში ისაუბრა.


სამშაბათს, 3 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში კი ბიზნესმენმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა:


„რუსეთში აღარაფერი დამრჩა. და ეს ცუდია, რუსეთისთვის, – წერს ტინკოვი. – მე ერთ–ერთი ვარ იმ მცირეთაგან, ვინც რეჟიმის ზეწოლის და არა მათი წყალობით ნულიდან ავაშენე ოთხი ბიზნესი! პიკზე როდესაც ვიყავი, ჩემს ქონებას ფორბსი $9,4 მილიარდად აფასებდა. და მეც ვამაყობდი, ოღონდ არა ფულით, არამედ იმით, რომ კორუმპირებულ და არქაულ რუსეთშიც შეიძლება პატიოსანი, თავისუფალი და ამერიკული ტიპის ბიზნესის აშენება! არასოდეს მიმიცია ქრთამი, სამსახურში არ ამყავდა მეგობრები და ნაცნობები, ამას ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი დაგიდასტურებთ, სწორედ ამიტომ გავხდით ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი და პირველებიც გავხდებოდით... ვინაიდან კრეატივსა და მოდერნს „ძალოვნების ბიჭები და ამხანაგები“ ვერაფერს უპირისპირებდნენ, უბრალოდ შეხედეთ მათ... სახეებს. ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაეშვა არქაიზმში, პატერნალიზმსა და სერვილიზმში. რუსეთი არ არის, იყო და გათავდა“.


ტინკოვმა განაცხადა, რომ არ შეუძლია „მშვიდად გამოიმუშავებდეს ფულს ქვეყანაში, რომელიც მეზობელს ებრძვის და მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს ხოცავს“.



„მე ქვეყნიდან თან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემი ოჯახის საკუთრებაა, არ მინდა მათი „გასვრა“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინის მოსახლეობის სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, ასე გვასწავლიდნენ სკოლაში!“, – დარწმუნებულია ბიზნესმენი.


მანამდე, 2 მაისს, „ტინკოფ ბანკის“ დამფუძნებელმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა პირველად მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე რუსეთის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ინტერვიუ მისცა გაზეთ New York Times–ს. ამ ინტერვიუში ტინკოვი ამბობს, რომ გასულ კვირაში TCS Group Holding–ის, ჯგუფის „ტინკოფ“ მთავარი სტრუქტურის აქციების 35% ოლეგ ტინკოვის ოჯახისგან ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინის „ინტერროსმა“ შეიძინა. რუსეთის ბანკმა გარიგება დაადასტურა, თუმცა მისი პარამეტრები არ საჯაროვდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up