ოლექსეი არესტოვიჩმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამ დრომდე ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის მრჩევლის პოსტს იკავებდა, განცხადებაც სწორედ ანდრეი ერმაკის სახელზეა დაწერილი.
“ მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი:
ფუნდამენტური შეცდომის მერე უნდა მერე გადადგე” - დაწერა მან ფეისბუკზე.
ოლექსეი არესტოვიჩის მიერ თანამდებობის დატოვება, მის სკანდალურ განცხადებას უკავშირდება.
დნიპროში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შემდეგ მან თქვა, რომ საცხოვრებელ კორპუსს უკრაინული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნამსხვრევი მოხვდა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და განცხადებას ნაადრევი მცდარი ვერსია უწოდა.