უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაში M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩავიდა.
რეზნიკოვი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესსა და ბრიტანელ ხალხს მადლობას უცხადებს.
„გაერთიანებული სამეფო დაგვპირდა, მან დაპირება შეასრულა! უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, M270, ჩამოვიდა. დიდი მადლობა ბენ უოლესსა და ბრიტანელ ხალხს. თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ „შევსებას“ ბრძოლის ველზე. მალე მეტი „საჩუქარი“ მოვა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მოქმედების რადიუსი დაახლოებით 80 კილომეტრია.