კომპანიამ „ინტერროს“, რომელიც „ნორნიკელის“ თანამფლობელ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის, ოლეგ ტინკოვის ოჯახისგან TCS Group–ის 35% იყიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტინკოფბანკი და ტინკოფ დაზღვევა. გარიგება დღეს, 28 აპრილს რუსეთის ცენტრალურ ბანკში დაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
გარიგების ფასი არ საჯაროვდება. გარიგების გაფორმებისთანავე ტინკოფის ფასიანი ქაღალდების ფასი 14,68%–ით გაძვირდა.
„ინტერროსი“, როგორც გრძელვადიანი ფინანსური ინვესტორი, დაინტერესებულია, რომ ჯგუფი „ტინკოფი“ კვლავაც ლიდერის პოზიციებზე დარჩეს რუსეთის საბანკო ბაზარზე“, – განაცხადა ვლადიმირ პოტანინმა.
„ამაყი ვარ, რომ ჩემ გუნდთან ერთად ნულიდან ავაშენე ქვეყნის საუკეთესო ბანკი. ჩვენს ინდუსტრიაში კონსენსუსია – ეს არის საუკეთესო ციფრული ბანკი მსოფლიოში და დაფუძნებულია რუსეთში. დადგა პენსიაზე გასვლის და ოჯახისა და ჯანმრთელობის მიხედვის დრო“, – განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.