olma.ge-ზე რუსულ წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა - გარიკა აივაზიანი

olma.ge-ზე რუსულ წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა - გარიკა აივაზიანი

access_time2023-04-12 10:30:13

olma.ge უცხოური წიგნების გაყიდვა-მიწოდებას უკვე 7 წელია ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა რუსულ წიგნებზეა და ქვეყანაში რუსი მიგრანტების ზრდის ფონზე, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.


როგორც „კომერსანტთან“ olma.ge-ს დირექტორმა გარიკა აივაზიანმა განაცხადა, კომპანიის წლიური ბრუნვა 2022 წელს - 400 000 ლარამდე იყო და ყოველწლიურად ის 20-25%-ით იზრდება,  კომპანიას რუსეთიდან წელიწადში 10-12 ათასი დასახელების წიგნი ჩამოაქვს და დაახლოებით 30-40 ათასი ეგზემპლარი იყიდება.


გარიკა აივაზიანი, olma.ge-ის დირექტორი: „10 წელზე მეტია ამ სფეროში ვსაქმიანობ. ჯერ საკანცელარიო ნივთებზე ვმუშაობდით, მერე ჩამოვყალიბდით, რომ მხოლოდ წიგნებზე ვყოფილიყავით ორიენტირებული. უკვე 7 წელია olma.ge-ი არსებობს. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ის ლიტერატურა, რომელიც არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, ბაზარზე შემოგვეტანა. არა მხოლოდ ჩვენი ინიციატივით ჩამოგვაქვს წიგნები, 50% შეკვეთაა.“


კომპანია ძირითადად რუსულ წიგნებზეა ორიენტირებული და ამ მხრივ ბაზარზე კონკურენტი არც ჰყავთ. olma.ge-ის დირექტორი ამბობს, რომ წიგნის მაღაზიებშიც იყიდება რუსული წიგნები, მაგრამ იქ მცირე არჩევანია და მათ კონკურენტად არ განიხილავს. რუსული წიგნების გარდა პორტალზე იყიდება ინგლისური და გერმანული წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სახატავი ინვენტარი, აქსესუარები, სამაგიდო თამაშები და სხვა.



„ქვეყანაში ბევრი რუსია ჩამოსული და მიგრანტების ზრდამ გაყიდვები გაზარდა. ამას გარდა, დიდი მოთხოვნაა ინგლისური, იაპონური, კორეული ენის შესასწავლ წიგნებსა და დისკებზე. გვაქვს საბავშვო, სასწავლო, ბიზნეს, სამეცნიერო წიგნები და მხატვრული ლიტერატურა“, - აცხადებს გარიკა აივაზიანი.


მისი თქმით, olma.ge-ზე ფასნამატთან დაკავშირებით, წიგნების თემატიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მიდგომა აქვთ.


„არ გვაქვს ყველაფერზე ერთნაირი მარჟა. ფასნამტი დაახლოებით 30-დან 70%-მდე მერყეობს და საშუალოდ 40-45%-ია“, - აცხადებს გარიკა აივაზიანი.


olma.ge წიგნების მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, სამომავლოდ კი საკანცელარიო ნივთების ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.



თეგები:
olmage



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up