ომი უკრაინაში: წარდგება თუ არა პუტინი ჰააგის სასამართლოს წინაშე?

ომი უკრაინაში: წარდგება თუ არა პუტინი ჰააგის სასამართლოს წინაშე?

access_time2022-03-06 10:49:39

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უკრაინა 7 მარტს წარდგება. სასამართლო უკრაინის სარჩელს განიხილავს, რომელიც ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა. კიევის მიზანია, სასამართლომ აღიაროს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გენოციდად და ამავე დროს უარყოფს მოსკოვის მტკიცებებს, თითქოს უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გენოციდი მოუწყვეს რუსებს, როგორც ეთნიკურ უმცირესობას. კრემლის ადვოკატები კი 8 მარტს შეეცდებიან თავის მართლებას, ვინაიდან რუსეთში მიაჩნიათ, რომ ჰააგის სასამართლოს ამ საქმეზე შესაბამისი იურისდიქცია არ გააჩნია. ვინაიდან რუსეთს გენოციდი არ მოუწყვია, დანაშაულის შემადგენელიც არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს არც სასამართლო, რომლის იურისდიქციის ქვეშაც მოხვდებოდა ეს საქმე – ირწმუნება რუსული მხარე.



სასამართლოს სადავო იურისდიქცია



პრობლემა ისაა, რომ ორივე მხარემ – მოსარჩელემაც და მოპასუხემაც – კონსენსუსის საფუძველზე უნდა აღიარონ სასამართლოს იურისდიქცია მათ საქმესთან მიმართებაში. ამასთან, რუსეთს, ისევე როგორც აშშ–ს, დღემდე არ აქვს აღიარებული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია საყოველთაოდ. ამის გამო რუსეთმა ყოველ ჯერზე უნდა დაადასტუროს თავისი თანხმობა ამა თუ იმ კონკრეტული საქმის წარმოებაზე. ასეთ განმარტებას გეტინგენის უნივერსიტეტის ექსპერტი საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებში კაი ამბოსი (Kai Ambos) აკეთებს.


სწორედ ამის გამო ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ჩანიშნული განხილვა რაიმე ხელშესახებ შედეგს მოუტანს უკრაინას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლია. თუმცა, ამ სარჩელის წყალობით საერთაშორისო სასამართლოების ყურადღების ცენტრში მოექცევა საქმეები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს შეეხება.



ჩადენილი დანაშაულების დაჩქარებული განხილვა



პარალელურად სარჩელის განხილვა იწყება სხვა საერთაშორისო სასამართლოში. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამომძიებლები უკვე სწავლობენ საკითხს, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და კრემლის სხვა მაღალჩინოსნებს სამხედრო დანაშაულისთვის, ან უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამოცანაა საერთაშორისო სამართლის დაცვის უზრუნველყოფა და ცალკეული პირების ბრალეულობის დადგენა. გაეროს საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, მას დადგენილება გამოაქვს არა ქვეყნების, არამედ კონკრეტული პირების მიმართ. „მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დაბეჯითებით შეგვიძლია იმის დადგენა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაული და კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა ჰააგაში სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა. მან თავის პროკურორებს გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების შეგროვება დაავალა. პროკურორები უკვე მოგზაურობენ რეგიონში, თქვა ხანმა 3 მარტს.



საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტის კაია ამბოსას აზრით, ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. „ეს მართლა უჩვეულოა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსებობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა, რომ პროკურორს ასეთი სწრაფი რეაგირება ჰქონოდა, გაეროს უშიშროების საბჭოს ჩართულობის გარეშე“, – ამბობს ექსპერტი „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.



საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას 39 ქვეყანა დაუჭერს მხარს



კარიმ ხანის გამოძიებას წონას ის გარემოებაც მატებს, რომ 39 ქვეყანა, დიდი ბრიტანეთის მეთაურობით, ოფიციალურად უჭერს მხარს ამ პროცესს. ეს კი მასშტაბური გამოძიების მოკლე დროში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და არ იქნება საჭირო შემოწმების აუცილებლობა სამი მოსამართლის ე.წ. კოლეგიის მიერ, აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.


სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს „რუსეთის ბარბაროსული ქმედებების გამოძიება და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ამ გამოძიების მხარდამჭერ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გარდა შედიან კანადა, ახალი ზელანდია და კოსტა–რიკა.


რუსეთი არ ითანამშრომლებს


გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ამბოსი მიიჩნევს, რომ შექმნილ მდგომარეობაში უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი გამომძიებლებისადმი სოლიდარობა გამოეხატათ. „გამომძიებელს თანამდებობრივად შეუძლია გამოძიების ჩატარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას უფრო მაღალი ლეგიტიმურობა ექნება, თუ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიექცევა სახელმწიფოების დონეზე“, – აღნიშნავს ამბოსი.


საქმის წარმოებაში სირთულეს ის ქმნის, რომ რუსეთი არ უერთდება ხელშეკრულებას, რომელიც სასამართლოს უდევს საფუძვლად. რუსეთი, ისევე როგორც მაგალითად ჩინეთი, სასამართლოს „მტერია“, განმარტავს ამბოსი. „მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს აქვთ სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება. ეს არ ეხება რუსეთს“, – ამბობს ექსპერტი. ხელშეკრულებაში არც უკრაინა მონაწილეობს, მაგრამ ეს ქვეყანა თავისი შესაბამისი განცხადების საფუძველზე ექვემდებარება ჰააგის მოსამართლეთა იურისდიქციას.


პუტინი განსასჯელის სკამზე?


აღმოჩნდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განსასჯელის სკამზე, საქმის განხილვა თუ გაგრძელდება? „ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ბატონი პუტინი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარდგება“, – პასუხობს კაი ამბოსი.


„ისეთი მმართველები, როგორიც პუტინია, როგორც წესი, თავის სავარძლებში კვდებიან და ამიტომ ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან. ერთ–ერთი შესაძლებლობაა – პუტინის დამხობა ოპოზიციის მიერ. ამის შემდეგ რუსეთის ახალ ხელისუფლებას შეეძლება დამხობილი პრეზიდენტის ჰააგისთვის გადაცემა“, – მსჯელობს ამბოსი.
ზუსტად ანალოგიური სცენარი განვითარდა გასულ წელს სუდანის ექს–პრეზიდენტის ომარ ალ–ბაშირის შემთხვევაში, რომლის ექსტრადირება ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ მოახდინა. „წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, როგორ განვითარდება მსოფლიო ისტორია. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, – დასძენს კაი ამბოსი გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.


კიდევ ერთი სარჩელი უკრაინის ომთან დაკავშირებით


საერთაშორისო სასამართლოზე შესაძლო განხილვების შედეგად, დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი შეიძლება გაიცეს პუტინზე და სხვა სავარაუდო დამნაშავეებზე. ამ შემთხვევაში მათი დაკავება სასამართლოს მონაწილე ქვეყნებში მოგზაურობისას შეიძლება მოხდეს. ასევე შესაძლებელია, რომ ცალკეული ქვეყნების პროკურორებმა დაიწყონ გამოძიება, როგორც ეს ლიეტუვაში მოხდა 3 მარტს. საქმის ასეთი განხილვა გერმანიაშიც შესაძლებელია.


2022 წლის იანვარში კობლენცში სირიელი ექიმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდა, რომელიც სირიის ომის დროს ჩაიდინა. ეს სასამართლო განხილვა მსოფლიოში უპრეცედენტო იყო. ანალოგიური მიდგომის გამოყენება შესაძლებელია რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ. საქმის განხილვის დაწყება ასევე შესაძლებელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.


DW.DE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up