ომიკრონ-BA.5 ქვევარიანტის ზრდის ფონზე, თეთრი სახლი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

ომიკრონ-BA.5 ქვევარიანტის ზრდის ფონზე, თეთრი სახლი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

access_time2022-07-14 11:00:32

ვაშინგტონში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ომიკრონის BA.5 ქვევარიანტი ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობის მიზეზს წარმოადგენს. თეთრი სახლის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა კოვიდ-19-ის ვაქცინები, გამაძლიერებელი დოზები, მკურნალობა და ტესტირება ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.


ბევრი ამერიკელი არასრულადაა აცრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩამორჩებიან კოვიდ-19-ის ვაქცინებით აცრის პროცესს - ამბობს როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად აცრა მწვავე გამოსავლის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს.


შეერთებულ შტატებში ომიკრონის BA.5 ქვევარიანტი დომინირებს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ის ინფიცირების შემთხვევათა 65%-ზეა პასუხისმგებელი. ქვევარიანტი სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა და დღეს არსებული ინფორმაციით, იოლად უვლის გვერდს ბუნებრივ, ან ვაქცინით შეძენილ იმუნიტეტს.



თუმცა, ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, რომელიც თეთრი სახლის მთავარი მრჩეველია კოვიდ-19-ის საკითხებში, სხვა ქვევარიანტებთან შედარებით, BA.5 არ იწვევს დაავადების უფრო მწვავე ფორმებს თუ ჰოსპიტალიზაციას. განცხადება ფაუჩიმ სამშაბათს, იმავე ბრიფინგზე გააკეთა.


თეთრი სახლი ახლა ფოკუსირებულია სწრაფი ტესტირების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, რომელიც ამერიკელებს დიაგნოსტიკის საშუალებას საკუთარი სახლის პირობებში აძლევს; ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებზე - ე.წ. ბუსტერებზე; კარგი ნიღბების ხელმისაწვდომობაზე და იმ ადამიანთა ფართო მხარდაჭერაზე, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.


ვარიანტების გამოჩენა გაგრძელდება. ვირუსი აგრძელებს ცირკულაციას გლობალურად და ამ ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ცხოვრების ტემპი შეცვალოს, თუმცა ამ რეალობის უგულვებელყოფაც შეუძლებელია და მას თვალი უნდა გავუსწოროთ - აცხადებს ექიმი ფაუჩი.


www.amerikiskhma.com


თეგები:
ომიკრონ-BA.5



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up