„ომიკრონი“ სულ უფრო მეტ ქვეყანას „იპყრობს,“ დაავადებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან

„ომიკრონი“ სულ უფრო მეტ ქვეყანას „იპყრობს,“ დაავადებულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან

access_time2021-11-29 17:00:58

კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით დაინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა ახალგაზრდაა. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ სოუეტოს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა კრის ჰანი ბარაგვანატამ განაცხადა.

 


„ახალგაზრდა ადამიანები 20-დან 30 წლამდე, დაავადების საშუალო და მძიმე ფორმით შემოდიან,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ მათ უმრავლესობას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

 


„ჩვენი პაციენტების 65%-ს არ აქვს გაკეთებული კორონავირუსის ვაქცინა. არის მნიშვნელოვანი შეშფოთება, რომ სამედიცინო დაწესებულებები უკვე უახლოეს მომავალში დაავადებულთა მძლავრი ნაკადების მიღების წინაშე დადგებიან, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს“, - განაცხადა ბარაგვანატამ.

 


ამასთან, ცნობილმა ეპიდემიოლოგმა სალიმ აბდულ კარიმმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ასაკის ადამიანები უფრო მოწყვლადნი არიან ახალი შტამის მიმართ.

 


„უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების დიდ რაოდენობას მათ შორის, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

 



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს ახალი შტამით დაინფიცირების დიდი რისკები აქვთ. ამასთან, ჯანმო აცხადებს, რომ მონაცემები, რომ ახალი შტამი „დელტასთან“ შედარებით უფრო საშიშია ან უფრო სწრაფად ვრცელდება, ამ ეტაპზე არ არსებობს.

 


დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკვე დაარეგისტრირა ახალი ვარიანტის სამი შემთხვევა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის უწყება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ უახლოეს დღეებში სავსებით შესაძლებელია უფრო მეტი შემთხვევის დადასტურება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ერთერთი ბოლო კვლევის თანახმად, ომიკრონი დიდ ბრიტანეთში, სავარაუდოდ, უკვე 10 დღეა ცირკულირებს.

 


შექმნილ მდგომარეობაში დიდი შვიდეულის ჯანდაცვის მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.

 


G7 შედგება შემდეგი ქვეყნებისგან – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ და ამჟამად თავმჯდომარეობს გაერთიანებული სამეფო.

 


შეხვედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ომიკრონის შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ შტამი სავარაუდოდ საფრანგეთშიც გავრცელდება. ”ჯერ არ არის იდენტიფიკაცია, მაგრამ ეს საათების საკითხია”, – თქვა ოლივიე ვერანმა.

 


ახალი შტამის გავრცელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან რუსეთშიც.

 

 

29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.

 

jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up