ომიკრონის გავრცელების გამო მესტიაში დამსვენებელთა აქტივობა დაბალია

ომიკრონის გავრცელების გამო მესტიაში დამსვენებელთა აქტივობა დაბალია

access_time2022-02-08 13:00:03

ომიკრონის ფართო გავრცელების ფონზე, როდესაც ინფიცირების რეკორდულ რაოდენობასთან ერთად დადებითობის მაჩვენებელიც 33%-ზე მეტია, ტურისტული მობილობა მცირდება და ზამთრის კურირტებზე სასტუმროები ცარიელდება.„კომერსანტი“ მესტიაში მდებარე რამდენიმე სასტუმროს დაუკავშირდა, მათ შორის „ბანგურიანს“, „შალე მესტიას”, „ლემი მესტიას” და „ბუდე მესტიას”. როგორც აღნიშნული სასტუმროების წარმომადგენლები “კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მესტია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კარგ სათხილამურო კურორტად არის აღიარებული, დამსვენებელთა რაოდენობა მაინც დაბალია. სასტუმროების წარმომადგენლების ნაწილი ამას სწორედ ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებს. 



როგორც სასტუმრო “ბანგურიანის” გაყიდვების მენეჯერი გვანცა გოგუა “კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, სასტუმრო ძირითადად ქართველ დამსვენებელზეა დამოკიდებული, თუმცა მესტიით დაინტერესება ძალიან დაბალია და დამსვენებლების უმეტესობა ბაკურიანისკენ, გუდაურისკენ და ყაზბეგისკენ იხრება. 



„ძირითადად ადგილობრივ დამსვენებელზე ვართ დამოკიდებული, თუმცა მათი რაოდენობაც ძალიან მცირეა, რატომღაც ბაკურიანი, გუდაური და ყაზბეგი უფრო დაიტვირთა, ველოდებით რომ სიტუაცია გაზაფხულიდან შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მესტია მისი რელიეფიდან გამომდინარე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სათხილამურო კურორტად ითვლება და მკვეთრი ვარდნების გამო ექსტრემალებს ძალიან აინტერესებთ, წელს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.  

ჩვენ სასტუმროში ჯამში 36 ნომერია და აქედან საშუალოდ 5-10% არის დაკავებული, არც “მწვანე პასპორტის” სავალდებულო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეცვლილა სიტუაცია“, -  აღნიშნა გვანცა გოგუამ.



“Შალე მესტიაში“ გვითხრეს, რომ მათ სასტუმროს ძირითადად ქართველი დამსვენებლები სტუმრობენ, მათივე თქმით წესით მთელი სეზონი დატვირთული უნდა  ჰქონოდათ თუმცა მწვანე პასპორტების ამოქმედების გამო ჯავშნები გაუუქმდათ. 


ჩვენი დამსვენებელი ძირითადად ქართველია, უცხო ქვეყნებიდან ჯავშნები მიღებული გვქონდა, თუმცა მწვანე პასპორტების გამო გაგვიუქმდა, მთელი წელი დატვირთული უნდა  გვქონოდა, თუმცა ახლა მინიმალურად ვართ დატვირთულები. 15 ნომერი გვაქვს და მათგან  სტაბილურად 20-30% მუშაობს“, -  აცხადებენ შალე მესტიაში.




როგორც “ბუდე მესტიის” მეპატრონემ თათია თეთრაშვილმა გვითხრა, სასტუმროს 10 კოტეჯი აქვს და ძალიან მცირე დატვირთვით მუშაობს, მისივე თქმით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე ყოფილა დღეები, როცა დამსვენებელი თითქმის არ ყოლიათ



„წელს ზამთრის სეზონი დიდი დატვირთვით დაიწყო, თუმცა როდესაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი პიკურ ფაზაში შევიდა, არამარტო ჩვენი სასტუმრო, არამედ მესტია დაიცალა, ახლა შედარებით გააქტიურდა ხალხი. ჩვენ 10 კოტეჯი გვაქვს და აქტიურ სეზონზე ივლისი -  აგვისტო ყველა დატვირთულია. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, იანვრის დასაწყისშიც ასე იყო და ახლა ეს პერიოდი ძალიან დაბალი დატვირთვაა.  იყო დღეები, რომ საერთოდ არავინ არ გვყავდა.  


წინასწარი  ჯავშნების  რაოდენობა ახლა  ნაკლებია, უფრო ბოლო წუთის ჯავშნები შემოდის, წინასწარ ზოგადად უცხოელები ჯავშნიან. 

დამსვენებელთა  რაოდენობა არა მგონია “მწვანე პასპორტების” ამოქმედებას ან გაუქმებას უკავშირდებოდეს, უფრო მგონია რომ მათზე პანდემიურმა  სიტუაციამ იმოქმედა, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ბევრი ჯავანი გაგვიუქმდა მესტიაში ქუჩაშიც კი ვერ შეხვდებოდით დამსვენებელს, თითქმის ყოველ დღე გვიგზავნიდნენ ტესტის პასუხს და აუქმებდნენ ჯავშანს“, -  აღნიშნა თათია თეთრაშვილმა. 



სასტუმროს “ლემი მესტიაში” მეპატრონე იოსებ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ, მისი სასტუმრო ათნომრიანია და დაახლოებით 70%-ით ამუშავებს. როგორც იოსებ ჯაფარიძემ ჩვენთან აღნიშნა, სასტუმროს სრული დატვირთვით მუშაობაში ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მესტიაში დენის პრობლემაა და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.




ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  2022 წლის იანვრის ტურიზმის წინასწარი ანგარიშის მიხედვით,  გასულ თვეს  საქართველოში 199 393 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით 62%-ით ნაკლებია.





თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up