უკრაინის გენ.პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, უკრაინაში დაღუპულია 79 ბავშვი 100-მდე კი დაშავებულია. დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება. მათგან 9 სრულად განადგურებულია.
დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებიდან არიან.
ეს მონაცემი არ არის სრული, რადგან ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დაზარალებული ტერიტორიების სრულყოფილად დათვალიერება.
უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურორები აგრძელებენ ყველა იმ დანაშაულის აღრიცხვას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ბავშვების წინააღმდეგ ჩაიდინა.
შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრუყლი სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.