უკრაინის უმაღლესი რადას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, სერგეი ბაბაკი, ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 500-მდე სკოლა დააზიანეს.
მისი ინფორმაციით, სრულად განადგურებულია 69 სკოლა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა სასწავლო დაწესებულებების დაზიანების კუთხით ხარკოვშია.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განმარტებით, დანგრეულია 60 სკოლა. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სწავლის გაგრძელებას კი მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებმაც რეგიონული ცენტრი დატოვეს.