უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დედაქალაქ კიევში დიდი რაოდენობით საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაზიანდა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაზიანდა 154 კორპუსი, 20 კერძო სახლი, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა. - ნათქვამია განცხადებაში.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს. ჯგუფში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები.
სწორედ ისინი წარმოუდგენენ ქალაქს სამუშაოს გეგმაზე შეთავაზებას და დაზიანების აღდგენის საორიენტაციო ღირებულებას. - ნათქვამია განცხადებაში.