უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, სულ 9 158 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს.
როგორც ვენდიქტოვა ამბობს, ბუჩაში ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია და დნმ-ის ნიმუშები გროვდება.
„ჩვენ უკვე დავადგინეთ კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების ვინაობა. მაგალითად, 15 მათგან კიევის რეგიონშია, ბუჩაში - 10. ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ წამების, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის", - აღნიშნა უკრაინის გენპროკურორმა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა გამოძიების პროცესში საერთაშორისო დახმარებას იღებს.
"ახლა ჩვენ გვყავს ფრანგი ექსპერტების გუნდი და ექსპერტები სლოვაკეთიდან. მომავალ სამშაბათს ველოდებით ექსპერტებს ლიეტუვიდან", - დასძინა მან.