ომის დაწყების შემდეგ აფრიკაში პირველად ჩაიტანეს ზღვით უკრაინული მარცვლეული

ომის დაწყების შემდეგ აფრიკაში პირველად ჩაიტანეს ზღვით უკრაინული მარცვლეული

access_time2022-08-30 23:00:59

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აფრიკაში პირველად ჩაიტანეს ზღვით მარცვლეულის პარტია. როგორც BBC იტყობინება, უკრაინიდან ტვირთი ჯიბუტიში ჩაიტანა ლიბანის დროშით მცურავმა გემმა Brave Commander-მა. მასზე ეთიოპიისთვის განკუთვნილი 23 ათასი ტონა ხორბალია.


ჯიბუტიში გემის ჩასვლა დაადასტურა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ხომალდი 16 აგვისტოს გავიდა უკრაინის პორტ იუჟნიდან. გზას შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე, რომელიც ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, ორი კვირა დასჭირდა.


უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი შავიზღვისპირა პორტებიდან მარცვლეულის საზღვაო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში სტამბოლში გაეროს ეგიდით მიღწეულ იქნა შეთანხმება. რუსეთმა ვალდებულება იკისრა, არ დაესხას თავს ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტთანაა დაკავშირებული.



ჯიბუტიში ჩასული ხორბლის პარტიის ტრანსპორტირების ხარჯები გასწია გაეროს სასურსათო პროგრამამ. უწყების შეფასებით, ერთი კვირა დასჭირდება ხორბლის ტომრებში დაფასოებას და სახმელეთო გზით ჩატანას ეთიოპიაში, სადაც 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება სურსათით დახმარება.


ომამდე უკრაინის სასურსათო პროგრამის უწყება თავისი სასურსათო დახმარებისთვის სურსათის სამ მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტების ნაწილი რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა, ოდესისა და ნიკოლაევის პორტები კი დაბლოკილია. ამის გამო მათში დაგროვდა საექსპორტოდ განკუთვნილი მილიონობით ტონა მარცვლეული.


radiotavisupleba.ge

თეგები:
მარცვლეული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up