CNN-ის ცნობით, უკრაინის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით, 10%-მა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საუბარია დაახლოებით, 4 მილიონ უკრაინელ ლტოლვილზე, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში უსაფრთხოებას ეძებენ.
ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთმა მიიღო. დაახლოებით, 2,4 მილიონმა უკრაინელმა უსაფრთხოების საძიებლად დასავლეთს მიაშურა. გაერო-ს მონაცემებით, რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი, იმავდროულად, ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუმინეთში, მოლდოვასა უნგრეთში წავიდა.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UNHCR) ფილიპო გრანდი, ლტოლვილების მიერ, უკრაინის დატოვებას აფასებს როგორც ,,მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სწრაფმზარდ ლტოვლილთა კრიზისად".