ომის გამო უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113 მლრდ დოლარს აჭარბებს - KSE

ომის გამო უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 113 მლრდ დოლარს აჭარბებს - KSE

access_time2022-08-22 09:00:08

KSE Institute-ს (Kyiv School of Economics) უახლოესი ინფორმაციის მიხედვით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი უკვე $113,5 მილიარდამდე გაიზარდა.



ამის შესახებ KSE Institute-ს რეფორმების მხარდაჭერის პროექტების ხელმძღვანელმა მაკსიმ ნეფიოდოვმა განაცხადა.



„რუსული აგრესიისგან უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალის უახლესი მაჩვენებელი დაახლოებით 113,5 მილიარდი დოლარია. არის ჩვენი კვლევის კიდევ ერთი სფერო - აღდგენის საჭიროება. და ამ მიმართულებით აქტიურად ვითარდება პროექტი „რუსეთი გადაიხდის“, - განაცხადა ნეფიოდოვმა.



მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების და თანამგზავრების დახმარებით შეგროვებული უკრაინის განადგურებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის სურათები აქტიურად ანალიზდება, რათა მოხდეს არა მხოლოდ მიყენებული ზიანის აღრიცხვა, არამედ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების შეთავაზება დაზიანებული ქალაქების აღდგენისთვის.




„აქ ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას. როდესაც რესტავრაცია დაიწყება, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის აღდგენა. გვინდა, რომ ეს ინფრასტრუქტურა იყოს უფრო კომფორტული და დააკმაყოფილოს თანამედროვე ურბანული პრინციპები და ევროპული სტანდარტები. ბოლოს და ბოლოს, უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მაქსიმალური ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ექსპერტმა.



პროექტის „რუსეთი გადაიხდის“ ფარგლებში ყველას შეუძლია ნახოს დანგრეული და დაზიანებული ობიექტების სურათები და შეადაროს ისინი განადგურებამდე არსებულ სურათებს.



„მომდევნო ეტაპზე, რომლისთვისაც ვემზადებით, ვგეგმავთ ფოტოების ატვირთვას, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ობიექტის უკვე რესტავრაცია. და სასურველია, რომ ეს აღდგენა ხარისხობრივად ახალ ტექნიკურ დონეზე მოხდეს“, - დასძინა ნეფიოდოვმა.



როგორც ცნობილია, უკრაინის პრემიერ მინისტრის დენის შმიგალის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენა მინიმუმ 600 მილიარდი დოლარი დაჯდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up