ომის შედეგები: უკრაინის ეკონომიკური პარამეტრები

ომის შედეგები: უკრაინის ეკონომიკური პარამეტრები

access_time2022-05-30 00:00:26

პუტინის ომი უკრაინაში თითქმის სამი თვეა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებასთან ერთად, მალე უზარმაზარი ეკონომიკური მხარდაჭერაც დასჭირდება. რუსული ძალების წინააღმდეგ ხანგრძლივ ომს დიდი ხარჯები აქვს – აგრესორი სამხედრო ბაზების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროფილის ობიექტების დაბომბვასა და უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირებას განაგრძობს.

ომის მიერ მიყენებული ზარალი

ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, მოსალოდნელია, რომ უკრაინის ეკონომიკური აქტივობა წელს 40%-ზე მეტად შემცირდება. კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, 10 მაისის მდგომარეობით, ქვეყნის ინფრასტრუქტურას $94 მილიარდის ზარალი მიადგა. ამ ზარალის ერთი მესამედი საცხოვრებელ შენობებსა და გზებს მოიცავს, $10 მილიარდის ზიანი სამრეწველო ობიექტების განადგურებაზე მოდის, $15 მილიარდი კი – რკინიგზაზე, საავადმყოფოებზე, ხიდებსა და სკოლებზე.

ახლა უკრაინისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ საბიუჯეტო მხარდაჭერაა. აპრილში ომმა დეფიციტი $3,8 მილიარდამდე გაზარდა. უკრაინის მთავრობის ოფიციალური პირების შეფასებით, ქვეყნის ბიუჯეტში თებერვლის ომის შემდეგ შემოსავლები მკვეთრად შემცირებულია. შედეგად, ქვეყანას ყოველთვიურად დამატებით $5 მილიარდი ესაჭიროება ძირითადი საჭიროებების დასაფარად და ჯარისკაცების ხელფასების გადასახდელად.

გადაჭრა სჭირდება ლოგისტიკურ პრობლემებსაც, მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტის საკითხს, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს უკრაინის ეკონომიკისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება შეუძლებელია. აქ რუსეთს ოდესის პორტი ბლოკირებული აქვს, მარიუპოლის დაკავების შემდეგ კი ბლოკადაში მოაქცია სხვა პორტებიც. მარცვლეულის სახმელეთო და სარკინიგზო გზით გატანა ბალტიისა და ევროპის სხვა პორტებში წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს. ვითარებას ართულებს უკრაინის განსხვავებული სარკინიგზო ლიანდაგი და სატვირთო მანქანების დეფიციტი. თავის მხრივ, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ შექმნის სოლიდარობის ხაზებს (Solidarity lanes), რათა უკრაინამ შეძლოს მარცვლეულის ექსპორტი და საჭირო საქონლის იმპორტი – ჰუმანიტარული დახმარების, სასუქებისა და ცხოველთა საკვების ტრანსპორტირება.

საერთაშორისო დახმარება

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დასავლეთი ფინანსურ მხარდაჭერას ცდილობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მარტის დასაწყისში უკრაინისთვის $1,4 მილიარდის სასწრაფო სესხი დაამტკიცა, მსოფლიო ბანკმა კი – $723 მილიონის ფინანსური პაკეტი გრანტებისა და სესხების სახით. ევროკომისიამ ქვეყანას დამატებითი $9,5 მილიარდის სესხი და ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის პლატფორმის – უკრაინის აღსადგენად შექმნა შესთავაზა. G-7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის ეკონომიკას $20 მილიარდის მხარდაჭერას დაჰპირდნენ, ხოლო აშშ-ის სენატმა $40 მილიარდის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი მიიღო, საიდანაც ეკონომიკური ნაწილისთვის $7,5 მილიარდია გათვალისწინებული.


დასაქმება და შრომის ბაზარი

აღსანიშნავია, რომ ომის პირველი კვირების შოკის შემდეგ ეკონომიკური აქტივობა შედარებით მშვიდ რეგიონებში ზომიერად გააქტიურდა. უკრაინულმა საწარმოებმა განაახლეს მუშაობა, მაგრამ ბევრი მათგანი ომამდელი სიმძლავრის გამოყენების დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ომის დაწყების შემდეგ საწარმოების 32%-მა მუშაობა შეწყვიტა. ასეთი საწარმოების რაოდენობა ახლა 17%-მდეა, თუმცა, მომუშავე საწარმოების 60% ორჯერ დაბალი სიმძლავრით მუშაობს.

მარტში მკვეთრი ვარდნის შემდეგ შრომის ბაზრის აქტივობა თანდათან იზრდება. თუმცა, სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდა აღემატება ვაკანსიების რიცხვს. მიწოდების ეს დისბალანსი ხელფასების შემცირებაში გამოიხატა.

მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებული საწარმოების რაოდენობა იკლებს, აპრილის ბოლოს საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილი (54%) იძულებული იყო, შეემცირებინა პერსონალი და საშუალოდ, 34%-ით უფრო დაბალი ხელფასი შეეთავაზებინა, ვიდრე ომამდე იყო.

გაცვლითი კურსი

ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 29 გრივნაა. აღსანიშნავია, რომ ომამდე ერთი დოლარის ყიდვა 26 გრივნად იყო შესაძლებელი, თუმცა, საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა და მცურავი გაცვლითი კურსის სანაცვლოდ ფიქსირებული გაცვლითი კურსი შემოიტანა. მიზანი ინფლაციური მოლოდინების კონტროლია. ამასთან, NBU-მ დააწესა ადმინისტრაციული შეზღუდვები, მათ შორის სავალუტო ტრანზაქციებსა და კაპიტალის მოძრაობაზე.

უკრაინელი ეკონომისტები ომის შედეგად ქვეყნის მთლიან ზარალს $560-600 მილიარდად აფასებენ. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა წელს 45%-ით შემცირდება.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up