ომს არაფერი შეუცვლია – ივა ჭყონია

ომს არაფერი შეუცვლია – ივა ჭყონია

access_time2022-04-23 17:00:20

დღეს რუსეთიდან ხორბლის იმპორტი საქართველოში შეწყვეტილია, თუმცა ფქვილის იმპორტი გრძელდება, უფრო მეტიც, რუბლში ანგარიშსწორება ხდება. იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოსთან ახლოა, ბიზნესს იქედან შემოტანილი ფქვილისგან გამომცხვარი პროდუქტი ბევრად იაფი უჯდება, ვიდრე, ევროპული, რადგან საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში თავს იყრის ტრანსპორტის, ადგილზე გადამუშავების და ყველა ტიპის ხარჯი, რომლის კალკულაციაც აჩვენებს, რომ რუსული ფქვილისგან გამომხვარი პურის გაყიდვით ბევრად დიდი მოგება რჩება, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ხორბლისგან მიღებული ფქვილით დამცხვარი პროდუქტის რეალიზაციისას, ანუ ბიზნესი, ერთმნიშვნელოვნად არათანაბარ პირობებში ექცევა, რამაც, შესაძლოა, გააჩინოს დამატებითი სტიმული იმპორტიორებში გადმოერთონ რუსულ ბაზარზე. ამან კი, საბოლოოდ, შესაძლოა, ქვეყნის სასურსათო მომარაგება კიდევ უფრო დამოკიდებული გახადოს რუსეთზე.

რამდენად რეალურია ეს რისკი, – ამ კითხვით “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტს, ივა ჭყონიას, მივმართეთ, რომელმაც ეს შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.

მისი განმარტებით, რუსეთი რუსეთ-უკრაინის ომამდეც, ახლაც და ომის შემდეგაც დარჩება საქართველოსთვის ყველაზე მიმზიდველ და იაფ ბაზრად, თუმცა მისი არასტაბილურობა განაპირობებს იმას, რომ სულ უფრო მეტი იმპორტიორი ცდილობს მასზე უარის თქმას.

“რუბლის კურსი ბოლო დროს მყარდება და დაახლოებით იმ ნიშნულზეა, რაც ომამდე იყო. რიგ პროდუქტებზე რუსეთმა ფასები გაზარდა. სანქციებს საქართველო არ შეუერთდა, რაც ეკონომიკურად წორი იყო. რუსულ იმპორტზე უარი რომ გვეთქვა, აქ პროდუქცია ბევრად გაძვირდებოდა. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და, ბუნებრივია, ვეძებთ პროდუქციის იაფად შემოტანის გზებს. პირობითად, ერთმა იმპორტიორმა რომ რუსეთიდან შემოტანოს პროდუქცია და მეორემ ჩეხეთიდან, ჩეხური, პირობითად, ზეთი ეღირება 20 ლარი, რუსული კი – 10 ლარი. ანუ ბიზნესი ექცევა არათანაბარ პირობებში. სანამ რუსეთის ბაზარი არსებობს, ეს მუდამ ასე იქნება. მაგალითად, ზეთის შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ ბრაზილიიდან, არგეტინიდან, მექსიკიდან შემოვიტანოთ მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი, მაგრამ იქ დამატებითი 12%-იანი გადასახადი გვაქვს, იმის გარდა, რომ ლოგისტიკური ხარჯი გვაქვს მეტი, ვიდრე რუსეთიდან იმპორტის შემთხვევაში. ვმუშაობთ, რომ რაღაცნაირად ალტერნატიული ბაზრების ფასი იყოს კონკურენტული და თუ კონსენსუსამდე მივედით, რომ მოიხსნას გადასახადი, მაშინ განვიხილავთ მათ ალტერნატიულ ბაზრებად, რადგან, ამ შემთხვევაში, არგენტინული, მექსიკური და ბრაზილიური ზეთი შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს ფასით რუსულ პროდუქტს, რადგან რუსეთმა ახლა კვოტირების სისტემა აამოქმედა, დამატებით 60%-ით გაზარდა ფიქსირებული გადასახადი. იმის გამო, რომ რუსეთი არასტაბილური ბაზარია, ქართველი იმპორტიორები ცდილობენ სხვა ბაზრებზე გადაერთონ,” – ამბობს ჭყონია და დასძენს, რომ საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ომის შემდეგ არ გაზრდილა და არც მომავალში გაიზრდება.


ჩვენს კითხვაზე, სად არის აქ სახელმწიფოს როლი და ვისი პასუხისმგებლობაა ბიზნესისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა, ივა ჭყონია გვეუბნება, რომ სახელმწიფო ამ პროცესში საერთოდ არ უნდა ერეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა თავისუფალი ბაზრის პრინციპი.

“რა შუაშია სახელმწიფო? რა უნდა ქნას სახელმწიფომ? – რეგულაცია აამოქმედოს? გადასახადი დაუწესოს რამე რუსულ იმპორტს მაღალი? ჩვენ ხო ღარიბი ქვეყანა ვართ და იაფ პროდუქტს ვეძებთ? სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. საქართველო თავისუფალი სავაჭრო სივრცეა და ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდება და ბიზნესი თავად დაარეგულირებს,” –ამბობს  ჭყონია. 

წუარო: “აგრო სიახლეები”





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up