უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 323 ბავშვი დაიღუპა და 583 დაშავდა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.
ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქები მოსდევს.
მონაცემები საბოლოო არ არის და არც ზუსტია, რადგან ზოგიერთ ლოკაციაზე მსხვერპლის ოდენობის ზუსტი დათვლა ვერ ხერხდება საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო.