OnePrice-ის მერვე ფილიალი აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნება - რა გეგმები აქვს უკრაინულ მაღაზიათა ქსელს საქართველოში

OnePrice-ის მერვე ფილიალი აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნება - რა გეგმები აქვს უკრაინულ მაღაზიათა ქსელს საქართველოში

access_time2023-03-15 18:00:21

უკრაინული მაღაზიათა ქსელი OnePrice საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ორი თვის განმავლობაში თბილისში 7 ფილიალის გახსნა მოასწრო.


როგორც “კომერსანტთან“ OnePrice-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ჯანგულაშვილმა განაცხადა, საქართველოში OnePrice-ს პირველი ფილიალი 2023 წლის 12 იანვარს, ჭავჭავაძის ქ 52-ში გაიხსნა.


OnePrice საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და სულ მალე აღმაშენებლის გამზ. 154-ში კიდევ ახალი, რიგით მერვე OnePrice-ს ფილიალი გაიხსნება. მაღაზიათა ქსელი რეგიონებში შესვლასაც განიხილავს.


„თუ რეალურად, ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ შედეგებს მივაღწევთ 3-დან -6 თვის განმავლობაში, აუცილებლად კიდევ და კიდევ გავიზრდებით და მალე არამარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც ნახავთ ჩვენი ლოგოს ქვეშ გახსნილ მაღაზიებს“, აცხადებს მაია ჯანგულაშვილი.


რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც OnePrice-ს ევროპიდან და აზიიდან შემოაქვს, ყველა სეგმენტზეა გათვლილი.



„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მაღაზიაში 10 000-მდე სახეობის პროდუქციაა, თითქმის ყველა სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა პროდუქციის უმეტესი ნაწილი დაბალი და საშუალოშემოსავლიანი მომხმარებლისთვისაა. პროდუქცია შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, ვახორციელებთ პირდაპირ იმპორტს, თუმცა ადგილობრივ დისტრიბუტორებთანაც ვთანამშრომლობთ“, - აცხადებს OnePrice-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


დღეისათვის OnePrice პროდუქციის რეალიზაციას ახდენს მაღაზიებიდან, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია, როგორც ონლაინ გაყიდვების დამატება, ასევე მიტანის სერვისის კომპანიებთან თანამშრომლობასაც.


„ქართული ბაზარი, ვფიქრობ, საინტერესო ბაზარია უცხოური კომპანიებისთვის, თუნდაც ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით და ბიზნესის კეთების მხრივ გამარტივებულია პროცესები, რაც ხიბლავს ზოგადად უცხოელ ინვესტორებს“, - განმარტავენ OnePrice-ში.


დღესდღეობით OnePrice-ს მიერ საქართველოში უკვე რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციაა განხორციელებული.


„ეს იყო როგორც ინვესტორების კაპიტალი, ასევე საბანკო კრედიტი, კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის, რისთვისაც ვისარგებლებთ შემთხვევით და გადავუხდით მადლობას“, - აცხადებს OnePrice-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


ამჟამად OnePrice თბილისში წარმოდგენილია შემდეგ მისამართებზე: ი.ჭავჭავაძის N52, თ.ერისთავის N1, ვაჟა-ფშაველას გამზირი 64ა, რუსთაველის გამზირი N16, ქეთევან წამებულის 96, 17 შინდისელი გმირის ქ.N4, დიდი დიღომი მეფე მირიანის 86.


ცნობისათვის, OnePrice უკრაინული ბრენდია და მისი როგორც ბრენდის ისტორია იწყება 2018 წლიდან კიევში. უკრაინაში კომპანიას 100-მდე მაღაზია აქვს. ასევე კომპანია საქართველოს გარდა, შევიდა რუმინეთის ბაზარზეც.




თეგები:
OnePrice



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up