ონკოლოგიის არასკმარისი დაფინანსება – ექსპერტების არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეიცვალოს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამა

ონკოლოგიის არასკმარისი დაფინანსება – ექსპერტების არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეიცვალოს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამა

access_time2022-08-05 21:00:00

ბოლო პერიოდში ექსპერტები და სადაზღვევო კომპანიები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის გაზრდისა და პროგრამის ფინანსების ეფექტიანად განკარგვისთვის აუცილებელია ამ პროგრამის დიზაინის შეცვლა და უნივერსალური საბაზისო სადაზღვევო სტანდარტის შემოღება. ეს იქნება მინიმალური პაკეტი, რომელზე უარესი პირობების შეთავაზებაც სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალებათ. მართალია, ექსპერტებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა „შეუშვას“ თუ არა სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სადაზღვევო კომპანიები, თუმცა, ამ საკითხში სხვადასხვა აზრის მქონე სპეციალისტებიც კი თანხმდებიან, რომ უნივერსალური, სტანდარტიზებული პაკეტის შემოღება აუცილებელია, რათა ადამიანებს ყველაზე აუცილებელი და კრიტიკული სერვისები დაუფინანსდეს.


იმის მაგალითი, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა უნივერსალური არ არის, ონკოლოგიური სფეროა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაინც სახეზეა ორი ტიპის პრობლემა: პირველი შეეხება პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მათთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტი (20-23 ათასი ლარი) არ არის საკმარისი და მთელი რიგი სიმსივნეების დროს ისინი იძულებული არიან შეწყვიტონ მკურნალობა ან თავიდანვე აირჩიონ ნაკლებეფექტური, მაგრამ ფინანსურად დამზოგველი რეჟიმები. შედეგად მკურნალობაც და სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებიც არაეფექტურია. მეორე პრობლემა შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით, სადაც მცირე გამონაკლისების გარდა, პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა მედიკამენტოზური მკურნალობის იმ მოცულობაზეც კი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი ფარავს.


ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ერთ-ერთია, რომელიც დიდი ხანია საუბრობს, რომ აუცილებელია არსებობდეს მინიმალური სტანდარტული პაკეტი, რაც ჯანმრთელობაზე ყველა მოქალაქის უფლებას აუცილებელ სტანდარტზე აიყვანს და ამ კუთხით მათ უფლებებს „გაათანაბრებს“. თუმცა ამაზე მუშაობაა საჭირო, რომ პაკეტები არ გაძვირდეს, ასევე მოსაფიქრებელია ხარისხზე კონტროლის სისტემა.


კითხვაზე, თუ რატომ არ დაიძრა ეს თემა დღემდე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას გულისხმობს, ზოიძე ამბობს, რომ „ყველგან ყველაფერი წერია,“ თუმცა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გადაიდგა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები – პოლიტიკური ნების არარსებობის თუ სხვა რამის გამო – მას პასუხი არ აქვს.


ზოიძე ამბობს, რომ უნივერსალური პაკეტის შემოღების მიზანი უნდა იყოს საჭირო სერვისების დაფარვა და კატასტროფული ხარჯების თავიდან აცილება. “2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა და ახლა გაჩერება არ გამოვა. ამ პაკეტით, პირველ რიგში, უნდა დაიფაროს ქრონიკული მედიკამენტების ღირებულება, რადგან ჯიბიდან გადახდები საქართველოში არის ძალიან მაღალი და 40%-მდეა,“ – აცხადებს ზოიძე. მისი თქმით, დღეს მოქმედი სისტემით, სახელმწიფო არის პასიური გადამხდელი, რომელიც არ აკონტროლებს, რას ყიდულობს პაციენტისთვის.



„ჩვენ უნდა ვყიდულობდეთ ჯანმრთელობას, პრევენციას, ჩვენ კი დღეს არაფერს არ ვყიდულობთ. ჩვენ უბრალოდ ვიხდით. წარუდგენენ ანგარიშს, შემდეგ სახელმწიფო იხდის და ა.შ. ამას ჰქვია აქტიური შემსყიდველი, სტრატეგიული შესყიდვა კი ჩვენს სისტემაში არ ხდება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უტილიზაციის მართვა ანუ რაციონალური მოხმარების უზრუნველყოფა იმ მომსახურების, რაც ადამიანს სჭირდება და არა – რაც გინდა, რომ შენ მიყიდო. დღეს თითქოს დაზღვეულები ვართ და ვიხდით საკმაო თანხას სადაზღვევო პაკეტში, მაგრამ ჩათვალეთ, რომ მაგალითად მე პირველადი ჯანდაცვა არ მაქვს. სახელმწიფომ რომ დააწესოს დაზღვევის სტანდარტული პროდუქტი და სავალდებულო დაზღვევის ელემენტები შემოიტანოს, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი,“– აცხადებს აკაკი ზოიძე.


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, სისტემური პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ერთი გადამხდელის პრინციპი, როდესაც სამედიცინო სექტორს შემთხვევების 80%-ში ფულს სახელმწიფო უხდის, ხოლო როდესაც მთავრობა თან ფულს იხდის და თან ხარისხი უნდა გააკონტროლოს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელსაც ფული არ ყოფნის, ყოველთვის გადახრილია იქითკენ, რომ ნაკლები ფული გადაიხადოს.


„დღევანდელი სისტემით ზარალდებიან კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები და ის პაციენტებიც, რომლებიც სახელმწიფოზე არიან „ჩამოკიდებულები“, რადგან ჯიბიდან მეტის გადახდა უწევთ. ოჯახებისთვის კატასტროფული დანახარჯები გაზრდილია. გარდა ამისა, ჩვენც კი, ვინც სახელმწიფოზე არ ვართ დამოკიდებული და გვაქვს პაკეტები, რომლის ფულსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ვზარალდებით იმიტომ, რომ მთლიანად სისტემაში ხარისხი არ არის და სისტემა ხარჯთარაეფექტურია. ეს აისახება ჩვენზე იმით, რომ ყოველწლიურად სადაზღვევო პაკეტები გვიძვირდება. ანუ სისტემა ჯამურად ყველასთვის ცუდად მუშაობს. სადაზღვევოებიც ზარალდებიან და სახელმწიფოც სულ წუწუნებს, რომ ფული არ ჰყოფნის. დღევანდელ სისტემაში ფულის ჩადება არანაირ ეფექტს პაციენტების მკურნალობის ხარისხსა და გამოსავალზე არ იძლევა. პრობლემა არის დაფინანსების წესში, როდესაც 2013 წელს სადაზღვევო პრინციპიდან გადავედიოთ ერთი შემსყიდვბელის პრინციპზე,“- აცხადებს ჭიაბერაშვილი. ის ემხრობა მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ ჯანდაცვის მართვაში კერძო სადაზღვევო სექტორი უნდა შეიყვანოს, და ამის სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტი მოჰყავს: „2007 წელს კერძო დაზღვევით დაზღვეული იყო 60 ათასი ადამიანი, 2012 წელს – ნახევარი მილიონი. ასეთი 8-მაგი ზრდა იყო არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ იმის შედეგი, რომ პროცესს სადაზღვევო კომპანიები მართავდნენ და ფასიც მუდმივად ქვემოთ მოდიოდა. 2013-ში, როცა ახალ სისტემაზე გადავედით, კერძო სადაზღვევო სექტორს დაზღვეულები არ მომატებია. სახელმწიფოს უნდა უნდოდეს, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს, მაგრამ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თავისით შეძლოს დაზღვევის ყიდვა. ის, რომ კერძო დაზღვევაში ჩართული ადამიანების რაოდენობა არ გაზრდილა, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ხარჯთარაეფექტიანი სისტემა გვაქვს.“


უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს დაზღვევის კიდევ ერთი ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც აღნიშნული პაკეტის არსს ასე განმარტავს: მილიონერია ადამიანი თუ სოცდაუცველი, ამის მიუხედავად ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული სტანდარტიზებული პაკეტით. ქართული რეალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა, კარგი ჩარჩოს შემთხვცევაში, ამ სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საოპერაციო ტვირთს მოაცილებს და ეს მას უფრო ეფექტიანს გახდის. რაც შეეხება სადაზღვევო პრემიას, მასში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახით „შეხიდებით“. კერძოდ, იქნებიან ჯგუფები, რომლებსაც პრემიას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, გარკვეული კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში კი პრემია საშემოსავლო გადასახადიდან გაიქვითება. ამასთან, პაკეტში ჩადებული უნდა იყოს ოჯახის არასწრულწლოვანი წევრების დაზღვევის ვალდებულება და ასეთი პაკეტი უნდა იყოს გრძელვადიანი, 2-3-წლიანი.


„ამ სისტემის არსი იმაშია, რომ სახელმწიფო პაკეტში კი არ ეუბნება ადამიანებს, შენ ეს ანალიზი გეკუთვნის და შენ – სხვაო. სამედიცინო სერვისების ჩამონათვლით კი არ არეგულირებს სოციალურ ჯგუფებს, არამედ სადაზღვევო პრემიებში შეხიდებით,“ – აცხადებს შერგელაშვილი.


იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სულ უფრო მეტ თანხებს მოითხოვს, სტატისტიკაც ადასტურებს: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად, რომლის ყველაზე ახალი მონაცემი 2020 წელს ასახავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ანაზღაურებული თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. 2020-ში ამ თანხამ 41 მილიონ ლარამდე შეადგინა, წინა წელს ეს მონაცემი 24 მილიონამდე იყო, მანამდე კი 21 მილიონამდე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ ისეთი კრიტიკული დაავადებების მართვა, როგორიც მაგალითად ონკოლოგიაა, მოითხოვს გაცილებით მეტ თანხას, ვიდრე სახელმწიფოს რესურსია. აქედან გამომდინარე, სისტემის სტრუქტურული ცვლილების აუცილებლობა სულ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს. მთავარი სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომელმაც ამ თემაზე ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს, რათა ადამიანებს, მძიმე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, მთავარ საზრუნავად თანხების მოძიება არ ექცეთ და სახელმწიფო პროგრამების ხარვეზები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არ „დააბალანსონ.“


წყარო: jandacva.ge


თეგები:
ონკოლოგია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up