ონკოლოგიური დაავადებები, სტატისტიკა, მკურნალობა და მაღალტექნოლოგიური ჩარევები

ონკოლოგიური დაავადებები, სტატისტიკა, მკურნალობა და მაღალტექნოლოგიური ჩარევები

access_time2022-04-20 15:55:57

ონკოლოგიური დაავადებები დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში, ამერიკის კიბოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით ახალი შემთხვევების რაოდენობა - 1 918 030 მიაღწევს, რაც დღის მანძილზე 5250 ახალ დიაგნოზს ნიშნავს. როგორია მდგომარეობა საქართველოში, რომელია მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და რა ოპერაციები ტარდება დღეს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით კლინიკა ჰელსიკორში, ისაუბრებს ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკის, ონკოლოგიური ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი - ლევან გოგიჩაიშვილი.





ბატონო ლევან, დღეს ონკოლოგიური დაავადებები სწორედ ის საკითხია, რომელიც მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება და წლიდან-წლამდე სამწუხაროდ მისი მაჩვენებელი იმატებს, როგორია სტატისტიკა საქართველოში და რა განაპირობებს მას?

საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მაჩვენებელში ზის, დღეს ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლება ფილტვის კიბო და როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც პირველ ადგილზეა. სტატისტიკა სხვადასხვაგვარია ქალბატონებსა და მამაკაცებში, თუმცა მთლიან სურათზე რომ ვილაპარაკოთ, ფილტვის კიბოს მოსდევს საკვერცხე, საშვილოსნო, სარძევე ჯირკვალი, პროსტატა, ღვიძლი, კუჭი, მსხვილი ნაწლავი. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რომელიც როგორც მსოფლიო რუკაზე, ასევე საქართველოში ითვლება ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებად.

თუ არის ცნობილი, რა განაპირობებს ონკოლოგიური დაავადების მაჩვენებლის ზრდას, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

წლიდან-წლამდე იზრდება დაავადების სტატისტიკა, ამის გამომწვები მიზეზი რამდენიმეა, მედიცინის განვითარებას მოაქვს სიცოცხლის გახანგრძლივება, ამას თან ახლავს ასაკის მაჩვენებლის ზრდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო პირობები. დაბინძურებული გარემო ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში, დაბინძურებული ჰაერი, წყალი, მოსახლეობის სიმჭიდროვე. სტატისტიკის მიხედვით თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე რამ ითვლება ონკოლოგიური დაავადებების ზრდის მიზეზად, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში კიბოს შემთხვევების 25%-ს ისეთი ინფექციები იწვევს, როგორებიცაა ჰეპატიტი და პაპილომავირუსი.









რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი?

გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ სკრინინგის ჩატარება რეკომედებულია გარკვეული ასაკის შემდეგ, აუცილებელია ყურადღება მიაქციოს ადამიანმა მის გენეტიკას, თუ მას გენეტიკურად აღენიშნება ონკოლოგიური დაავადებების მატარებელი წინაპარი (დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა და ა.შ) აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს შესაბამისი კვლევები და ანალიზები.



გენეტიკური ფაქტორის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია სიმსივნეზე, C ჰეპატიტი იყო ხშირად ღვიძლის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ელიმინაციის პროგრამამ უდიდესი გავლენა მოახდინა დაავადების დროულ გამოვლენასა და პრევენციაზე.



ქალბატონებში კონტრაცეპტივების და ჰორმონული პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნე, პანკრეასის კიბოს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სიგარეტი. საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ასევე ფილტვის კიბოს, თუმცა პანკრეასის სიმსივნე უნდა აღინიშნოს - პირდაპირ კავშირშია მასთან.





2019 წლიდან, ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკაში „ჰელსიკორი“ ხელმძღვანელობთ ონკოლოგიური ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებას, რა ოპერაციებს ატარებს თქვენი გუნდი და რა მიმართულებებით მუშაობთ?

ჩვენ ვახორციელებთ მრავალფეროვან ქირურგიულ ჩარევებდს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ზოგად-ქირურგიული თუ ონკო-ქირურგიული. ძირითადად ჩვენი საქმიანობა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ ჩარევებს და ქირურგიას. ღვიძლი, სანაღვლე გზები, მუცლის ღრუს მაგისტრალური სისხლძარღვები, ლიმფური კვანძები, ფარისებრი, გულ-მკერდი, ძუძუ, საყლაპავი, ნაწლავები. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით.

ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებულა მრავალი ჩარევები სისხლძარღვოვანი სიმსივნეების, როგორიცაა ქვემო ღრუ-ვენისგან წამოსული სიმსივნეები, ქვემო ღრუ-ვენის სარკომა, რომელიც იყო ინვაზიით თირკმელსა და ღვიძლში, მოხდა აღნიშნული ორგანოების გასუფთავება სიმსივნისგან, ამოვიღეთ აღნიშნული ორგანოები, გავასუფთავეთ და კვლავ ჩავნერგეთ. ასევე გაკეთდა ღრუ-ვენის პროთეზირებები, თირკმლის ვენის პროთეზირებები, ღვიძლის რეზექცია, ყველა ეს ჩამოთვლილი არის ძალიან მასშტაბური ოპერაცია და უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი იყო წარმატებული.



რა განაპირობებს პაციენტის გამოჯანმრთელებას?

პირველ ეტაპზე ეს დამოკიდებულია წარმატებულ ქირურგიულ ჩარევაზე, ხოლო შემდგომ თუ როგორ ექვემდებარება ორგანიზმი არსებულ მედიკამენტურ საშუალებებს.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up