ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მხარდასაჭერად ონლან პეტიცია შეიმუშავდა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მხარდასაჭერად ონლან პეტიცია შეიმუშავდა

access_time2022-12-21 23:30:30

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა.



ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის!



„ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული უფლება გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობა; საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“;


საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით!“ – ნათქვამია პეტიციაში.
ყოველივე ამის საფუძველზე, ონკოლოგიური პაციენტები და მათი ახლობლები ითხოვენ სრულ, თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რისთვისაც საჭიროა:



1. დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რომ პაციენტმა შეძლოს პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება


დროებითი გადაწყვეტა: დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება, წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოს მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო.




2. ერძო დაზღვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იდენტური ბაზისური სავალდებულო ონკოლოგიური პაკეტის შექმნა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პაციენტს, მიეცეს მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.


პეტიციაში ასევე განსაზღვრულია ონკოდაავადებების მართვაში დღეს არსებული მდგომარეობა, ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები.


საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე არასრულყოფილი და არათანაბარი ხელმისაწვდომობა გამოიხატება შემდეგში:
1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სრულფასოვანი ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ლიმიტი (25 ათასი ლარი) სრულად ფარავს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა არ არის საკმარისი ინოვაციური მედიკამენტით სრულყოფილი მკურნალობის ჩასატარებლად, რის გამოც პაციენტები ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას ან არჩევენ ნაკლებ ეფექტურ, მაგრამ ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს, რაც წარმოადგენს არაეფექტური მკურნალობის და ბიუჯეტის ნაკლებ ეფექტური ხარჯვის მიზეზს.


აღსანიშნავია, რომ პაციენტებისთვის ძირითად ფინანსურ ტვირთს ქმნის ინოვაციური მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც, თავის მხრივ, ზრდიან განკურნების და სიცოცხლის გახანგრძლივების ალბათობას და ამცირებენ სიკვდილობას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:


ა) ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას პერსონალიზებულ მიდგომას და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების გამოყენებას.


ბ) დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის გაორმაგება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.



2. კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით და არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მინიმალურია, რადგანაც კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში არის განწირული მძიმე ფინანსური ტვირთისთვის. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს ქვეყანაში ონკოლოგიური სერვისებზე არათანაბარ წვდომას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:

ა) საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტი აღიარებულ იქნას ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვის, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომის უთანასწორობას.


ბ) უზრუნველყოფილ და ხელშეწყობილ იქნას საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა, მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად.

„ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს შორის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და კატასტროფული ხარჯების რისკის შემცირება ინოვაციურ მკურნალობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების სისტემაზე გადასვლის გზით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გამოიწვევს საერთო გადარჩენადობის გაზრდას, სიკვდილობის შემცირებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას და ჯიბიდან გადახდის შემცირებას. პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობისათვის ფინანსების არარსებობის გამო!“ – მიაჩნიათ პეტიციის ავტორებს.


წყარო: https://jandacva.ge

თეგები:
პეტიცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up