ონკოლოგიური დაავადებების შემცირებისკენ მიმართული ევროკომისიის გეგმა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები

ონკოლოგიური დაავადებების შემცირებისკენ მიმართული ევროკომისიის გეგმა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები

access_time2021-02-09 16:13:30

2021 წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა - Beating Cancer Plan, რომელიც ევროპის ქვეყნებში კიბოს პრევენციისკენ არის მიმართული.


ონკოლოგიური დაავადებები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირის მასშტაბით, ყოველწლიურად 3.5 მილიონ ადამიანი კიბოს დაავადებას ებრძვის, 1.3 მილიონი კი ამ დაავადების შედეგად იღუპება.


ევროკომისიის განცხადებით, არაგენეტიკური ფაქტორებით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებათა 40%-ის პრევენცია შესაძლებელია. გეგმის მიხედვით, დასახული მიზნის მიღწევა ისეთი მავნე ჩვევების აღმოფხვრით არის შესაძლებელი, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება.


აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის მიზანია, 2040 წლისთვის 25%-დან 5%-მდე შეამციროს მწეველთა რაოდენობა. გეგმა მიმართულია მავნე პროდუქტების მოხმარების სრული პრევენციისკენ, რისთვისაც სხვადასხვა რეგულაციის და საგადასახადო მოსაკრებლის გამკაცრება იგეგმება. ამასთან, არ ითვალისწინებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შესაძლო სარგებელს.


მართალია, ევროკომისიის გეგმას ექსპერტები ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, თუმცა, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დასახული მიზნის მიღწევა ალტერნატიული პროდუქტების გარეშე შეუძლებელია.



გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისიის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაში რეკომენდაციების 20% ალკოჰოლისა და თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შეთავსებას ითვალისწინებს. ანუ, ყოველი ექვსი რეკომენდირებული პოლიტიკიდან ერთი ხაზგასმით აღნიშნავს შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების მნიშვნელობას მწეველთათვის, როგორც კიბოს პრევენციისკენ მიმართული სტრატეგიის კომპონენტს.


„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმა იმედისმომცემია. ინიციატივის დიდი ნაწილი აღმკვეთ ღონისძიებებს ეთმობა, რაც პირდაპირი და გვერდითი გზით გამოწვეული კიბოს პრევენციას გულისხმობს. გეგმა საყოველთაო ჯანდაცვის თვალსაზრისით, ღირებულია, თუმცა არ ითვალისწინებს იმ ზიანის შემცირების პოლიტიკას, რომელიც ნიკოტინზე დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობისკენ იქნება მიმართული. ამ ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა”, - განაცხადა კლინიკური ონკოლოგიის სპეციალისტმა, ვოიჯეხ როგოვსკიმ.


ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციალს დადებითად აფასებენ არა მხოლოდ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წამომადგენლებიც.


„თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით, შესაძლებელია ჩვენი მიზნის მიღწევა და 2025 წლისთვის სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი გარემოს შექმნა. მართალია, ალტერნატიული მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა, ისინი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია. აღსანიშნავია მტკიცებულებების მზარდი რაოდენობა იმის შესახებ, რომ მოწყობილობებს აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ მწეველებში მოწევისთვის თავის დანებებას”, - განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ.


მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკების შესახებ ქართველმა ონკოლოგებმაც ისაუბრეს.


„კიბოს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს ფოთლის და ქაღალდის არასრული წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები და ჭვარტლი. არაწვადი თამბაქო, უფრო სწორედ გახურებადი თამბაქო და ელექტრონული თამბაქო ამას ნაკლებად შეიცავს. მიუხედავად ამისა, მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, ის რისკის შემცველია, რადგან გამოყოფს ნიკოტინს. ნიკოტინი კი იწვევს მასზე დამოკიდებულებას. ვთვლი, რომ აუცილებელია სიგარეტის მოხმარების პრევენცია“, - განაცხადა თემურ ჩაჩხიანმა, ქართველმა ონკოლოგმა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო კამპანიების მნიშვნელობაზე, რომლებიც არასრულწლოვნებში ცნობიერების ამაღლებასა და თამბაქოს პროდუქტების მოხმარების დაწყების პრევენციისკენ იქნება მიმართული.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up