ონლაინ აზარტული თამაშების განვითარება საქართველოს პრიორიტეტი არ არის - მიხეილ დუნდუა

ონლაინ აზარტული თამაშების განვითარება საქართველოს პრიორიტეტი არ არის - მიხეილ დუნდუა

access_time2022-12-09 13:45:25

ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება. თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობა მიწის სამორინეს, ან სათამაშო აპარატის სალონის ნებართვის ფარგლებში ონლაინში თამაშობების მოწყობასაც ითვალისწინებდა, ამიერიდან ამ მიმართულებების გამიჯვნა მოხდება. თუ ფიზიკური სამორინეს მოწყობისთვის თბილისში სანებართვო მოსაკრებლის ტარიფი 5 მლნ ლარია, ონლაინ საქმიანობაზე  მინიმალური განაკვეთი,  100 000 ლარი წესდება.


სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 20 ათასი ლარ, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის კი  50 ათასი ლარი იქნება. სანებართვო პირობებს  შემოსავლების სამსახური  სისტემატურად, წელიწადში რამდენჯერმე შეამოწმებს. ყოველ დარღვევაზე გავრცელდება ახალი ჯარიმა.


როგორც „კომერსანტთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გამომდინარეობს 12- პუნქტიანი გეგმიდან. „მანივალი“ (ევროპის საბჭოს სტრუქტურა) ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის სრული ლიცენზირებას.


„ნებართვას დაექვემდებარება ყველა, ყველა სახის აზარტული მიწოდება, როგორც ონლაინი, ასევე ხმელეთის, ანუ ფიზიკური ობიექტები. გაიწერება სანებართვო საკითხები და ეს ყველაფერი დარეგულირდება არა უწყებრივ, არამედ კანონის დონეზე. ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ჯარიმებს, მათ არსებითი მოცულობა არ აქვს, დაბეგვრის ძირითადი წნეხი მოდის გადასახადებზე, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის ცვლილებებით გაიზარდა. მოსაკრებლის მაჩვენებლები არის ნორმალური, არის შესატყვისი და იმ მასშტაბის, რა საქმიანობასაც ეწევა სათამაშო ბიზნესი“, აცხადებს დუნდუა.



მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება ფისკალური ეფექტის თვალსაზრისით არ ხდება.


„მისი ფისკალური ეფექტი მაღალი არ იქნება. იქნება უფრო დაბალი, შეიძლება მთელი დაბეგვრის მოცულობის  3%-ზე დაბალი იყოს. ამას არა ფისკალური დატვირთვა, არამედ სანებართვო-სალიცენზიო დატვირთვა აქვს და ფულის გათეთრების და ტერორიზმთან დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ის ამჯერად ფისკალურ ეფექტზე გათვლილი არ არის, რადგანაც ფისკალური კუთხით გარკვეული ნაბიჯები ჩვენ 2021 წელს უკვე გადავდგით.


წელს სათამაშო ბიზნესიდან, როგორც გადასახადებიდან, ასევე მოსაკრებლის ჯამი უნდა იყოს დაახლოებით 600 მლნ ლარზე მეტი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ფისკალური თვალსაზრისით და მომავალ წელს იქნება უფრო მეტი. საგადასახადო ცვლილებებმა თავისი ფისკალური ეფექტი უკვე გამოიღო“,   განმარტავს დუნდუა.


კითხვაზე, ონლაინ თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებლის დაწესება ხომ არ გამოიწვევს ბაზრის მოთამაშეების შემცირებას, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ონლაინ აზარტული თამაშების განვითარება საქართველოს პრიორიტეტი არ არის


„თუ ზოგიერთი ოპერატორი გადაწყვეტს, რომ სანებართვო პირობების მიღება არ სურს და ამიტომაც დახურავს თავის ბიზნესს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ და გულიც არ დაგვწყდება. იმ თვალსაზრისით, რომ სანებართვო პირობებს უნდა დაემორჩილოს ყველა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაიცვას როგორც მომხმარებელი, ისე სახელმწიფო თაღლითობისა და ფულის გათეთრების რისკისგან. ამის თუ ვინმეს ეშინია, მაშინ შეუძლიათ დაკეტონ თავისი ბიზნესი. თუ შემცირდება სათამაშო ბიზნესში შემოსავლები, გაიზრდება სხვა სფეროში. ეკონომიკურ/მწარმოებლური კუთხით უფრო კარგად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე სხვა სფეროში ფინანსური ნაკადები, ვიდრე სათამაშო ბიზნესი - ეს დამტკიცებული ფაქტია.


ონლაინ აზარტული თამაშების განვითარება საქართველოს პრიორიტეტი არ არის. თუ სათამაშო ბიზნესის შემცირების ხარჯზე სხვა დარგები უფრო მეტად განვითარება, გაიზრდება და სამომხმარებლო ხარჯები სულ სხვა მიმართულებით იქნება მიმართული, ეს ეკონომიკას უფრო გაზრდის“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up