ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის ნებართვის მიღება იქნება საჭირო

ონლაინ აზარტული თამაშების მოწყობისთვის ნებართვის მიღება იქნება საჭირო

access_time2022-11-28 20:00:12

სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება ნებართვის გაცემას დაექვემდებარება.

 

შესაბამისი ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში, რომლის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის მიხედვით, აზარტულ ონლაინ თამაშებზე ნებართვის სახეები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების, სათამაშო აპარატების თამაშობების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები.

 

პროექტით, ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე — მხოლოდ ონლაინ სამორინეს ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე — მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების ნებართვა, ტოტალიზატორზე — ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა.

 

ამის შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სახის ნებართვები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი — თითოეული სახეობის ნებართვისათვის წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით.


 

პროექტის მიხედვით, ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები წესდება. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში — 20 000 ლარით.

 

დღეს მოქმედი კანონით, ონლაინ თამაშობის მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და აღნიშნულის შესაძლებლობა აქვს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების, ასევე სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.

 

 


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up