ონლაინ კაზინოებისთვის ნებართვის აღება სავალდებულო გახდება - ახალი კანონპროექტი

ონლაინ კაზინოებისთვის ნებართვის აღება სავალდებულო გახდება - ახალი კანონპროექტი

access_time2022-11-14 09:00:00

საქართველოში ონლაინ კაზინოები ლიცენზირებას დაექვემდებარებიან და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს მიმდინარე თვეში წარედგინება.


როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განუცხადა, ცვლილების მიზეზი Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციაა.


მისი განმარტებით, ამჟამად სახმელეთო კაზინოებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ ონლაინ კაზინოს მოსაწყობად და ამისთვის ცალკე ლიცენზიის აღება და მოსაკრებლის გადახდა არ უწევთ. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კი, ონლაინ კაზინოებისთვის ცალკე სანებართვო პირობები განისაზღვრება.



„Moneyval-მა 2020 წელს რომ შეგვაფასა, მოგვცა რეკომენდაცია, რომ ლიცენზირება ყოვლისმომცველი უნდა იყოს. დღეს საქართველოში ლიცენზირება არაა ყოვლისმომცველი, მხოლოდ სახმელეთო კაზინოებს აქვთ ლიცენზია და ნებართვა. ონლაინ კაზინოებს რაც შეეხებათ, ხმელეთზე ვისაც აქვს ობიექტი და აქვს ლიცენზია, შეუძლია განაცხადოს შემოსავლების სამსახურში, შექმნას ონლაინ პლატფორმა. ანუ დღეს ონლაინ საქმიანობა უწყებრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება, მაგრამ ყოვლისმომცველობა ნიშნავს, რომ ესეც ლიცენზირებას უნდა დაექვემდებაროს. ონლაინ კაზინოებს ცალკე ნებართვა უნდა ჰქონდეთ, თავისი პირობებით. ყველა ლიცენზიას თავისი მოსაკრებელი აქვს, არ იქნება დიდი და მძიმე, იქნება ადეკვატური მოსაკრებელი, არ დააწვება დარგს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები გემზე კაზინოს მოწყობას კრძალავს, რაც სექტორისთვის მისაღებია, რადგან საქართველოში ეს საკითხი აქტუალური არაა.


მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ახალი ნორმების ამოქმედების ვადები საკანონმდებლო განხილვების დროს დაზუსტდება და კანონი „გონივრულ ვადებში ამოქმედდება“.


წყარო: „ბიზნეს ფორმულა“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up