ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნება 14 დღის განმავლობაში უპირობოდაა შესაძლებელი - მარიამ შაიშმელაშვილი

ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნება 14 დღის განმავლობაში უპირობოდაა შესაძლებელი - მარიამ შაიშმელაშვილი

access_time2023-02-09 20:00:48

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 122 განაცხადი მიიღო. აქედან 70 საქმის შესწავლა დაიწყო, 14 საქმეზე სააგენტომ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ მოვაჭრეებთან შეთანხმება გააფორმა, მიღებული იქნა 1 გადაწყვეტილება დარღვევის არსებობის და 1 - დარღვევის არარსებობის შესახებ.

 

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ შაიშმელაშვილმა განაცხადა, შემოსული განაცხადებისა და ზარების 80%-ზე მეტი დისტანციურ ვაჭრობას ეხება, დანარჩენი - ადგილზე ვაჭრობას.

 

„გამოდის, რომ კანონის შესაძლო დარღვევები უფრო დისტანციური ვაჭრობის დროს გვაქვს. დიდია მომართვიანობა ცხელ ხაზზე, მათ შორის მოვაჭრეების. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრე იყოს დაინტერესებული, რომ მან და მომხმარებელმა კანონის დაცვით იურთიერთონ,“ - აცხადებს შაიშმელაშვილი.

 


მისი თქმით, კანონის მიხედვით, ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნება 14 დღის განმავლობაში, ხარვეზის არარსებობის შემთხვევაშიც კი უპირობოდაა შესაძლებელი. მთავარია, რომ მას მოხმარების კვალი არ ეტყობოდეს.

 

რაც შეეხება სააგენტოსთვის მიმართვის პროცედურებს, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სააგენტოში განცხადების ჩაბარებით. საქმის განხილვა კი 1-დან 3 თვის ვადაში მოხდება. მისი თქმით, მთავარი სირთულე იმ მოვაჭრეებთან დაკავშირებაა, ვისაც სავაჭრო ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვთ.

 

„1-დან 3 თვის პერიოდი საჭიროა იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულებები და მოვაგროვოთ საჭირო ინფორმაცია. განაცხადს განიხილავს სააგენტო, შეაფასებს არის თუ არა სრულყოფილი, შემდეგ ვმსჯელობთ - განცხადებაში აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს თუ არა მომხმარებლის უფლების დარღვევას. თუ დარღვევას აღმოვაჩენთ, ვუკავშირდებით მოვაჭრეს. სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ ონლაინ მოვაჭრეებთან კომუნიკაცია, ვისაც არ აქვთ მითითებული სოციალურ ქსელში ან სავაჭრო ვებგვერდებზე საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და მისამართი“, - აცხადებს მარიამ შაიშმელაშვილმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up