OPEC+ არ აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას უახლოეს მომავალში. მედიის ცნობით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ირანიდან ნავთობი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდება.
ირანის ნავთობი შესაძლოა დაბრუნდეს მსოფლიო ბაზარზე, თუ ირანი და დასავლეთი დადებენ ბირთვულ შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ წინა დღით OPEC +- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზად არიან შეამცირონ ნავთობის მოპოვება, თუ ირანის ნავთობი, რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშაა, კვლავ გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე, რის შედეგადაც ნავთობის ჭარბი რაოდენობა გაიზრდება.
წყარო: oilnews.ge