OPEC-ი ოქტომბრიდან წარმოებას შეამცირებს

OPEC-ი ოქტომბრიდან წარმოებას შეამცირებს

access_time2022-09-06 08:30:00

ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა კავშირი (OPEC) და მისი მოკავშირეები, რუსეთის ჩათვლით, ოქტომბრიდან წარმოების მცირედით შემცირებაზე შეთანხმდნენ.


ქვეყნები წარმოებას დღეში 100,000 ბარელით შეამცირებენ, რაც გლობალური მოთხოვნის 0.1%-ს შეადგენს. OPEC-ის შემდეგი შეხვედრა 5 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა წევრებს სამომავლო წარმოების დონის განსასაზღვრად ამის გაკეთება მანამდეც შეეძლებათ.


შემცირების მიზეზი ფასებზე გავლენის შენარჩუნებაა - ნავთობის ღირებულებამ აგვისტოში მკვეთრად დაიწია, რაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რეცესიის რისკმა, ეკონომიკური აქტივობის შენელების და შესაბამისად, მოთხოვნის კლების მოლოდინმა განაპირობა.



ფასების კლებას OPEC-ის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საუდის არაბეთმა უპასუხა განცხადებით, რომ მიწოდება, შესაძლოა, შემცირებულიყო, რის შემდეგაც ნავთობი კვლავ გაძვირდა.


ამ გადაწყვეტილებამ ნავთობის ფასის ზრდა დღესაც გამოიწვია და Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულებამ 3.4 დოლარით, თითქმის 3.7%-ით მოიმატა და ამჟამად 96.4 დოლარიან ნიშნულზეა, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 3.4%-ით, 89.7 დოლარამდე გაძვირდა.


ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მდგომარეობა კვლავ ბუნდოვანია - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტზე საფასო ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რუსეთი კი აპირებს, სრულად შეუწყვიტოს მიწოდება ამ პოლიტიკის მომხრეებს. უცნობია, აღგება თუ არა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებაც, რაც დასავლურ ბაზარს დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს შემატებს.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი 


თეგები:
OPEC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up