ხუთშაბათს გაიმართა „OPEC+“-ის ათწუთიანი მინისტრთა კონფერენცია. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაისში ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას შეიცავს კონფერენციის დასრულების შემდეგ გავრცელებული კომუნიკე.
„OPEC+“-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მაისის თვეში საწვავის მოპოვების დონის შეცვლაზე. ერთობლივი კორექტირება შეთანხმებულია 0,432 მლნ ბარელის ოდენობით დღე-ღამეში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფუნდამენტურად ახლა ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორები იწვევს ფასების ცვალებადობას.
„OPEC+“-ის მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.