„OPEC+“-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან 5 ოქტომბერს ვენაში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრა იქნება „OPEC+“-ის პირველი პირისპირი შეხვედრა 2020 წლის მარტის თვის შემდეგ, როდესაც შეხვდერების ჩატარება დისტანციურ ფორმატში გადავიდა კორონავირუსის პანდემიის გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში გაიმართება OPEC + წევრი ქვეყნების მინისტრთა სამონიტორინგო კომიტეტის სხდომა და მინისტრების შეხვედრა.
Reuters-ის ინფორმაციით, „OPEC +“ განიხილავს ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობას ნოემბრის თვეში 0,5-1 მილიონი ბარელით/დღეში, რათა ხელი შეუწყოს სანავთობო ბაზარს.