ზედიზედ ორი სავაჭრო სესიის ფარგლებში მზარდი ტენდენციის შემდეგ, ოქროს ფასმა კლება დაიწყო. NYMEX-ის ბირჟაზე მისმა ფასმა აგვსიტოს კონტრაქტებზე 0,6%-ით იკლო 1770,8 დოლარამდე უნციაზე. თვის მინიმუმი - 1760 დოლარი კი 17 ივნისს დაფიქსირდა.
გამორიცხული არ არის, რომ ოქროს ფასი 2016 წლის მინიმუმამდე დაეცეს, ამის მიზეზი კი ფედრეზერვის მხრიდან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინია - წერს Trading Economics. გამოცემის მონაცემებით, ოქროს ფასი ივნისის განმავლობაში შემცირებულია 7%-ით.
Saxo Bank-ის ხელმძღვანელის ოლე ჰანსენის თქმით, წლის მესამე კვარტალი ოქროსთვის და ნავთობისთვის იქნება კონსოლიდაციის პერიოდი. მისივე თქმით, სწორედ ოქრო გახდება დოლარის ორიენტირი მომდევნო თვეების განავლობაში და ოქრო მოახდენს პოზტიურ რეაგირებას COVID-19 პანდემიის ახალ ტალღაზე, ვინაიდან ის ზღუდავს ცენტრალურ ბანკებს მაღლა ასწიონ საპროცენტო განაკვეთები, მაღალი ინფლაციის პირობებშიც კი.
Saxo Bank-ის პორგნოზით, ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოსკენ შესაძლოა, უნციაზე 1800 დოლარს მიაღწიოს.
BPN.GE